10 ცნობილი ადამიანი საიდუმლო ბიზნეს იმპერიებით

სხვადასხვა ინდუსტრიის ყველაზე წარმატებულმა სახეებმა უზარმაზარი სიმდიდრე მხოლოდ კარიერული წინსვლით არ დააგროვეს. უმეტესობა მათგანს მილიარდები და მილიონები “ფარული“ ბიზნეს საქმიანობით აქვს მოპოვებული.

ცნობილი სახეები მათ მიერ დაფუძნებული ბრენდის პოპულარიზაციისთვის ხშირად, საზოგადოების კეთილგანწყობას იყენებენ. მსახიობები, რომლებიც სხვადასხვა კომპანიების აღმასრულებელი დირექტორები გახდნენ, განსაკუთრებული მოქნილობითა და შესაძლებლობებითაც გამოირჩევიან.

მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ჯესიკა ალბა:

ჯესიკა ალბა ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მეწარმეა. რამდენიმე ფილმსა და სატელევიზიო შოუში მონაწილეობის შემდეგ, მან გადაწყვიტა საკუთარი ბიზნესის დაწყება და Healthy Child Healthy World– ის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორთან ერთად, The Honest Company დაარსა.

კომპანია ყიდის ბავშვების მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა მოვლისა და ყოველდღიურად საჭირო პროდუქტებს. 2021 წლის ივნისის მონაცემებით, კომპანიის ქონება 1 მილიარდ დოლარზე მეტი იყო.

გვინიტ პელტროუ

გენიტ პელტროუ არა მხოლოდ წარმატებული მსახიობია, არამედ იგი ცნობილია ბრენდით Goop. 2008 წელს კომპანიამ 250 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა. Goop მას შემდეგ გაჩნდა, რაც ბრენდინგის ექსპერტმა პიტერ არნელმა პელტროუს განუცხადა, რომ ისინი წარმატებული კომპანიები იქნებოდნენ, მათი სახელებით. Goop ელექტრონული კომერციის საიტია.

სარა ჯესიკა პარკერი

სარა ჯესიკა პარკერი მოდის გურუ 2000-იანი წლების დასაწყისში გახდა. პარკერმა თავისი პოპულარობა ბიზნესში გამოიყენა და საკუთარი ფეხსაცმლის ბრენდი გამოუშვა, რომელიც ამერიკაში არსებულ, მისივე ბუტიკებში იყიდება. მას ასევე აქვს SJP Beauty სუნამოების ხაზი და არის სილამაზის გაზეთის სარედაქციო დირექტორი. ბრენდი 150 მილიონი დოლარი ღირს.

მარკ უოლბერგი

მარკ უოლბერგი წარმატებული მეწარმეა. თავის ძმებთან, დონი და პოლ უოლბერგებთან ერთად, ის აშშ-ის 19 შტატში ვალბურგერების ბურგერების ბიზნესს მართავს.

ის ასევე არის წყალმომარაგების კომპანიის AQUAhydrate ინვესტორი. მისი ქონება 300 მილიონ დოლარზე მეტია.

ოპრა უინფრი

მას შემდეგ, რაც სატელევიზიო მაუწყებლობის პიონერი გახდა და 25 წელი “ოპრა უინფრი შოუს“ მასპინძლობდა, ტელეწამყვანმა გადაწყვიტა, თავისი საკუთარი საკაბელო ქსელი გაეხსნა.

უინფრი ფლობს 25 მილიონიანი კომპანიის 25.5% -იან წილს, რომელიც შეფასებულია დაახლოებით, 75 მლნ დოლარად. ოპრას ასევე აქვს ინვესტიციები სხვა საწარმოებში, მაგალითად ფლობს 8% -იანი წილს Weat Watchers-ში და მის ჟურნალში O.

რიზ უიზერსპუნი

რიზ უიზერსპუნმა შექმნა საკუთარი მოდის ლეიბლი Draper James. ბრენდი გვთავაზობს ხელმისაწვდომ ტანისსამოსს.

უიზერსპუნმა 2015 წლის მაისში ონლაინ მაღაზია შექმნა. კოლექცია გაშვებიდან რამდენიმე საათში გაიყიდა. ბრენდის ღირებულება 200 მილიონი დოლარია.

დოქტორი დრე

80-იანი წლების ჰიპ-ჰოპის ვარსკვლავი, დოქტორი დრე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მეწარმეა. ის არის Aftermath Entertainment– ის აღმასრულებელი დირექტორი, რომელმაც შექმნა ისეთი პოპულარული ფილმები, როგორიცაა Straight Outta Compton. ის ასევე იყო Beats Electronics– ის დამფუძნებელი, რომელიც Apple– მა 2014 წელს 3,2 მილიარდ დოლარად შეიძინა. მან მხოლოდ ამ გარიგებით 603 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა.

კაილი ჯენერი

კაილი ჯენერი სულ რაღაც 21 წლის იყო, როდესაც თავისი ბრენდი Kylie Cosmetics გამოუშვა. ამ წამოწყებამ იგი ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერად აქცია. დღეს კომპანიის ღირებულება 1,2 მილიარდ დოლარზე მეტია.

Kylie Cosmetics– მა პირველი 18 თვის განმავლობაში 420 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. 2019 წელს ჯენერმა Coty Inc.- ის 51%. 600 მილიონ დოლარად გაყიდა.

ეშტონ კატჩერი

ეშტონ კატჩერი ერთ -ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი იყო. გარკვეული დროის შემდეგ მან გამომუშავებული ფულის ინვესტიცია ტექნოლოგიების სამყაროში გადაწყვიტა.

ბიზნეს პარტნიორთან, გაი ოსირი კატჩერთან ერთად დააფუძნა Sound Ventures. ასევე, მუშაობდა პროდუქტის ინჟინრად. მისი კომპანია 250 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

რიანა

რიანა ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუსიკალურ ინდუსტრიაში მოღვაწეობდა. თუმცა 2017 წელს გადაწყვეტილება შეცვალა და თავისი ბრენდი Fenty Beauty გამოუშვა. ბრენდი მყისიერად ჰიტი გახდა და ამას მალევე მედიაში "Fenty Effect" შეარქვეს.

კოსმეტიკური პროდუქტების შემდეგ, რიანამ კანის მოვლის ხაზი გააფართოვა და ტანსაცმელი დაამატა. 2021 წლის აგვისტოში, მისი ბრენდის ქონება 1.4 მილიარდი დოლარი იყო, რამაც მას "მილიარდერის" სტატუსი მოუტანა.

წყარო: therichest.com

თეონა რამაზაშვილი