რა ქონებას ფლობს ეკატერინე ტიკარაძე

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პანდემიურ 2020 წელს შემოსავლის სახით 60 300 ლარი მიიღო.

ამასთან, როგორც მის მიერ 31 აგვისტოს შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, მინისტრმა გასულ წელს თბილისში რამდენიმე თანამესაკუთრესთან ერთად საცხოვრებელი სახლიც შეიძინა სესხით. უძრავი ქონების ღირებულება 110 000 დოლარია და მისი 35%-იანი წილის მფლობელია ტიკარაძე.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშებზე - 2 652 ლარი ჰქონდა.

რაც შეეხება სხვა უძრავ-მოძრავ ქონებას, ის ტიკარაძის მეუღლის საკუთრებაშია. კერძოდ, მისი მეუღლე ფლობს მიწის ნაკვეთს ცხვარიჭამიაში. მსუბუქ ავტომობილს mercedes G 300 D-ს, ორ მოტოციკლეტს, რომელთაგან ერთი 2020 წელს 9 ათას დოლარად აქვს შეძენილი. მისმა შემოსავალმა შპს „ჰაუსფაქტორის“ მენეჯერის პოზიციაზე 3000 ლარი შეადგინა. ამასთან, არის ამ კომპანიის 33,4%-იანი წილის მფლობელი და შპს „სადას“ დირექტორი.