მაიკ ტაისონი, აარონ კარტერი, კრის ტაკერი - 10 ცნობილი ადამიანი, რომელიც იმაზე ბევრად ღარიბია, ვიდრე წარმოგიდგენიათ

გულშემატკივრები აღფრთოვანებულნი არიან სხვადასხვა ჟანრის ცნობილი სახეებით, მათი სტატუსით, ნიჭით და მათი უზარმაზარი სიმდიდრით. ხშირად თაყვანისმცემლებმა არ იციან, რა სირთულეების გადალახვა უწევს თითოეულს ცხოვრების განმავლობაში, იქნება ეს ფულადი თუ სხვა სახის კრიზისები.

ბევრი ცნობილი პიროვნება არსებობს, რომლებმაც მილიონობით დოლარი გამოიმუშავეს, მაგრამ მაინც ძალიან მოკრძალებული ქონება აქვთ.

წარმოგიდგენთ 10 მათგანს:

კრის ტაკერი: 5 მილიონი დოლარი

“მეხუთე ელემენტის“ და“პიკის საათის“ ვარსკვლავმა მხოლოდ ამ ორ ფილმში მონაწილეობისას 40 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. თუმცა, 2011 წელს მან ძვირად ღირებული უძრავი ქონება შეიძინა, გარიგებებმა არ გაამართლა. მისი ქონება დღეს მხოლოდ 5 მილიონი დოლარია. მან რეალურ შემოსავალთან შედარებით, ფინანსების გაზრდა ვერ შეძლო.

Sinbad: 4 მილიონი დოლარი

კომედიის გურუმ, სინბადმა სცენაზე დგომით უდიდეს წარმატებას მიაღწია, მაგრამ მიუხედავად ამისა, მან ბევრად ნაკლებ წარმატებას მიაღწია ფულის მართვასთან დაკავშირებით. მან ორჯერ გამოაცხადა თავი გაკოტრებულად. გადაიხადა დავალიანება, 8.3 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით. ახლა მას მხოლოდ 4 მილიონი დოლარი აქვს.

ამანდა ბაინსი: 3 მილიონი დოლარი

ამანდა ბაინსი ძალიან ახალგაზრდა იყო, როდესაც სამსახიობო კარიერის პიკზე მოექცა. მას საკუთარი შოუც ჰქონდა - The Amanda Show on Nickelodeon. ითამაშა ძალიან რეიტინგულ სერიალებში, თუმცა დრამატულმა მოვლენებმა მისი კარიერა შეაჩერა. ამანდას ფსიქიკური აშლილობა დაუდგინდა და ამას ფინანსური მარცხიც მოჰყვა.

მაიკ ტაისონი: 3 მილიონი დოლარი

ყველა დროის ერთ-ერთმა უდიდესმა მებრძოლმა, მაიკ ტაისონმა თავის კარიერაში 300 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა. თუმცა, მან ფინანსები დაკარგა მას შემდეგ, რაც ჩართული იყო თავდასხმების სერიაში და იურიდიულ მომსახურებაში უამრავი ფულის გადახდა მოუწია. 2003 წელს ტაისონმა თავი გაკოტრებულად გამოაცხადა. მისი ამჟამინდელი ქონება სულ რაღაც 3 მილიონი აშშ დოლარია.

ბარტ რეინოლდსი: 3 მილიონი დოლარი

ბერტ რეინოლდსი ერთ -ერთი უდიდესი სახე იყო ჰოლივუდში ათწლეულების განმავლობაში. მან თავისი შემოსავალი კერძო თვითმფრინავზე, 150 -ზე მეტ ცხენზე და ყველანაირ პირად ფუფუნებაზე დახარჯა, რის შემდეგაც მისი ანგარიში 3 მილიონ დოლარამდე შემცირდა.

MC Hammer: 2 მილიონი დოლარი

1990 -იან წლებში MC Hammer ყველაზე პოპულარული მომღერალი იყო. ის აქტუალობას დღესაც არ კარგავს. MC Hammer– ის ქონებამ ერთ დროს 25 მილიონ დოლარს გადააჭარბა, მაგრამ მას შემდეგ, რაც შეიძინა სასახლე, 17 მანქანაზე გათვლილი ავტოფარეხით და მრავალრიცხოვანი პერსონალით, რომელიც MC Hammer -ს ემსახურებოდა, მან სერიოზული ფინანსური დანაკარგი განიცადა. ამის შემდეგ იძულებული გახდა თავი გაკოტრებულად გამოეცხადებინა.

აარონ კარტერი: 2 მილიონი დოლარი

აარონ კარტერმა 18 წლის ასაკში 200 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა. თუმცა, ახალგაზრდა ამხელა წარმატებისთვის მზად არ აღმოჩნდა. მისი უძრავი ქონების შესყიდვებისა და საგადასახადო ვალდებულებების გამო, აარონმა მილიონები სწრაფად დაკარგა და დღეს მისი ბიუჯეტი მხოლოდ 2 მილიონი დოლარია.

ლინდსი ლოჰანი: 500 000 დოლარი

ცნობილი მსახიობი და წვეულების ვარსკვლავი ლინდსი ლოჰანი ოდესღაც გაცილებით მეტი ღირდა, ვიდრე მისი ამჟამინდელი 500 000 აშშ დოლარი. მას შემდეგ, რაც შემოსავლის უმეტესი ნაწილი არაჯანსაღი ცხოვრების წესის გამო დახარჯა, ლოჰანს ძალიან ცოტა ფინანსური სახსრები დარჩა. მისი ხასიათის გამო მალე პროდიუსერებმაც გაწყვიტეს მასთან კონტაქტი და მსახიობს ძლიერ დეპრესიასთან მოუწია გამკლავება.

ევანდერ ჰოლიფილდი: 500 000 დოლარი

მძიმე წონის მსოფლიო ჩემპიონის, ევანდერ ჰოლიფილდის საპრიზო ფონდი 230 მილიონ დოლარზე მეტი იყო, მაგრამ რატომღაც მისი წმინდა ქონება ახლა დაახლოებით 500 000 დოლარად არის შეფასებული. მან ინვესტიცია რამდენიმე საკუთრებაში ჩადო, მაგრამ ჯარიმებისა და სხვა ბეგარის გამო ფულის ამოღება ვერ შეძლო. დღეს ჩემპიონი მხოლოდ 500 000 დოლარს ფლობს.

ჰაიდი მონტაგი: 20 000 დოლარი

ჰაიდი მონტაგმა და მისმა მეუღლემ სპენსერ პრატმა The Hills -ის გადაღებების დროს დიდძალი ფული გამოიმუშავეს. იმის გათვალისწინებით, რომ მათ ორივეს ჰქონდათ მთავარი როლი შოუში, გასაკვირი არ არის, რომ ისინი მდიდრულადაც ცხოვრობდნენ, მაგრამ მალე ყველაფერი შეიცვალა.

ყოველწლიურად 2 მილიონი დოლარის გამომუშავების შემდეგ, მათ ფულის აქტიურად ხარჯვა დაიწყეს. მხოლოდ ღვინოში 3,000 დოლარი დახარჯეს და 15,000 დოლარზე მეტი სადღესასწაულო თარიღებზე. ტანსაცმელში 1 მილიონ დოლარზე მეტი გადაიხადეს. ამან სწრაფად მოახდინა მათი აქტივების ლიკვიდაცია და მათი ქონება ახლა მხოლოდ 20 000 აშშ დოლარია.

(წყარო - therichest.com)

თეონა რამაზაშვილი