Apple სასამართლოში დამარცხდა

კალიფორნიის შტატის ჩრდილოეთის ოლქის ფედერალურმა სასამართლომ პარასკევს დაადგინა, რომ კორპორაცია Apple-ს არ აქვს უფლება შემქმნელებს აპლიკაციებში გადახდის ალტერნატიულ სისტემებზე ბმულების განთავსება აუკრძალოს. ამის შესახებ საუბარია ტელეკომპანია CNBC-ის მიერ გავრცელებულ სასამართლოს დადგენილებაში, რომელიც გამოტანილია Epic Games-ის სარჩელის საქმეზე.

დოკუმენტის თანახმად, თამაშების შემქნელებს ახლა შეუძლიათ საკუთარ პროდუქტში დაამატონ „ღილაკები“, შიდა ბმულები და სხვა საშუალებები, რომლებიც გამოიწვევს მომხმარებელთა გადამისამართებას შეძენის მექანიზმებისკენ, ისე რომ გვერდს აუვლიან აპლიკაციაში ჩასმულ გადახდის სისტემებს. სასამართლო განჩინება ძალაში შევა 90 დღეში. აღნიშნული გადაწყვეტილება შესაძლოა გახდეს განმსაზღვრელი იმის, თუ როგორ წავა საგადამხდელო პროცესები სხვადახვა ციფრულ პლატფორმებზე.

როგორც ცნობილია Apple-სა და Google-ის წინააღმდეგ სარჩელი კომპანიამ Epic Games-მა 2020 წლის 14 აგვისტოს შეიტანა, მას შემდეგ რაც მათ საკუთარი კატალოგებიდან App Store-დან და Google Play-დან თამაში Fortnite წაშალეს. Apple-მა და Google-მა მაშინ ეს წაშლა განმარტეს იმით რომ 13 აგვისტოს გამოსული თამაშის ახალი ვერსია არღვევდა მათ წესებს, ვინაიდან საშუალებას აძლევდა მომხმარებლებს შეეძინათ ვალუტა და სხვა საყიდლები უშუალოდ შიგნით თამაშში, ისე რომ გვერდს უვლიდა საგადამხდელო აპლიკაციებს. გასული წლის შემოდგომაზე უკვე ფედერალურმა სასამართლომ გამოაცხადა, რომ აპლიკაციის წაშლა უსამართლო იყო.

Fortnite-ის ადვოკატები ირწმუნებოდნენ, რომ Apple ბაზრის მონოპოლიზებას ახდენდა საკუთარი მოწყობილობებისთვის. Apple-ის დამცველები კი საპირისპიროს ამტკიცებდნენ.

კოკა კვირკველია