ალუმინის ფასი 2008 წლის მაქსიმუმზეა

პარასკევს LME-ზე ალუმინის ფასმა 2 923 დოლარს მიაღწია ტონაზე, ამის შესახებ თავად ბირჟის მონაცემები მოწმობს. ბოლოს ასე ძვირად ალუმინი 2008 წლის ივლისში ივაჭრებოდა.

წლის დასაწყისიდან ამ მეტალის ფასი გაზრდილია 40%-ით, ხოლო ეს წლიური ზრდა განსაკუთრებით გამძაფრდა ბოლო კვირებში, მას შემდეგ რაც გვინეაში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა. სწორედ ამ ქვეყანაზე მოდის ბოქსიტების გლობალური ბაზრის 20%, რომელი ნედლეულიც გამოიყენება ალუმინის საწარმოებლად.

გასული კვირის ბოლოს გვინეის ამბოხებულთა ლიდერმა მამადი დუმბუიამ ნაციონალური ტელევიზიით განაცხადა, რომ დააკავა პრეზიდენტი ალფი კონდე, დაითხოვა მთავრობა და შეაჩერა კონსტიტუციის მოქმედება.

თუმცა, მოგვიანებით დუმბუია შეეცადა დაერწმუნებინა უცხოელი ინვესტორები და პარტნიორები, რომ ახალი ხელისუფლება შეასრულებს ვალდებულებებს და სამთომომპოვებელ კომპანიებს მოუწოდა განაგრძონ საქმიანობა.

კოკა კვირკველია