ლომბარდიაში არასრულწლოვნებს ელექტროსკუტერებით გადაადგილება აეკრძალებათ

ლომბარდიაში არასრულწლოვნებს ელექტროსკუტერების გამოყენება აეკრძალებათ. საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, ელექტროსკუტერებზე, ზოგადად, მოთხოვნები მკაცრდება. ინფორმაციას Ansa ავრცელებს.

„სამწუხაროდ, ტრაგიკული ინციდენტები, რომლებიც გრძელდება, ელექტროსკუტერების გამოყენებაზე წესების გამკაცრებას მოითხოვს”, - აცხადებს ლომბარდიის გუბერნატორი, ატილიო ფონტანა.

კანონპროექტი, ასევე, ელექტროსკუტერის ყველა მძღოლს დაზღვევისა და დამცავი ჩაფხუტის ქონის ვალდებულებას აკისრებს, რაც აქამდე მხოლოდ არასრულწლოვნებისთვის იყო სავალდებულო.

ცოტა ხნის წინათ ველოსიპედისტებისთვის და ელექტროსკუტერის მძღოლებისთვის მკაცრი წესები პოლონეთმაც შემოიღო. ისინი ტროტუარზე დიდი სიჩქარით მოძრაობის შემთხვევაში დაჯარიმდებიან.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ