Apple TV+ მარკეტინგზე 500 მლნ დოლარი დაიხარჯება

Apple წელს Apple TV+ სტრიმინგ სერვისის მარკეტინგზე 500 მლნ დოლარზე მეტს დახარჯავს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

iPhone-ის მწარმოებელი, ასევე, აპირებს, ახალი სატელევიზიო შოუებისა და ფილმების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზარდოს და 2022 წელს კვირაში, მინიმუმ, ერთი სიახლე ჰქონდეს, რაც წლევანდელ ტემპზე ორჯერ მეტი იქნება.

Reuters-ის შეფასებით, Apple თავის სტრიმინგ-კონტენტზე და მარკეტინგზე ფულს იმიტომ ხარჯავს, რომ ბაზრის ძველი მოთამაშეების, მათ შორის Netflix-ის, Walt Disney-ის Disney+ და Amazon-ის Prime Video-ს მძაფრ კონკურენციას გაუძლოს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ