ავსტრალიურმა ბანკმა  ვაქცინაციის გამო სახელი გადაირქვა

ავსტრალიის ეროვნულმა ბანკმა NAB, საკუთარი სახელი და ლოგო შეიცვალა იმისათვის, რომ მხარი დაეჭირა ხელისუფლების მიერ წარმოებული ვაქცინაციის პროგრამისთვის.

ბანკმა სახელი NAB შეიცვალა - JAB-ით, რომელიც იშიფრება კამპანიის სლოგანით - «Go jab!» — «აიცერი».

«ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის გეგმაში წერია, რომ მოსახლეობის 80%-ის ვაქცინაციის შემდეგ, ქვეყანა გათავისუფლდება შიდა შეზღუდვებისგან. ჩვენ გვჭირდება იმედი“, - ნათქვამია ბანკის გენერალური დირექტორის განცხადებაში.

სახელი JAB და ახალი ლოგო ბანკის მიერ 2021 წლის ბოლომდე იქნება გამოყენებული, რის შემდეგაც ის დაუბრუნდება ძველ სახელს.

ავსტრალიის მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომია: AstraZeneca ან Pfizer-ის ვაქცინა. ამ დროისთვის სრულად აცრილია ქვეყნის მოსახლეობის 40%, პირველი დოზით კი - 65%.

კოკა კვირკველია