ეგვიპტეში 2 ახალი ტურისტული ქალაქი გაიხსნება

ეგვიპტეში მომდევნო თვეებში ორი ახალი ტურისტული ქალაქი გაიხსნება.

ამის შესახებ ეგვიპტის ტურიზმის მინისტრმა ჰალედ ალ-ანანიმ განაცხადა.

„მომდევნო თვეებში ჩვენ ვგეგმავთ ორი აბსოლუტურად ახალი ტურისტული ქალაქი გავხსნათ. ერთი ქალაქი ქაიროდან ჩრდილოეთით 100 კმ-ში იქნება წითელი ზღვისკენ, მას ალ-გალალა ეწოდება, რამდენიმე თვეში კი ახალ ქალაქს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე გავხსნით ალექსანდრიიდან არც ისე შორს და მას ალ-ალამინი ეწოდება,“ - განაცხადა მინისტრმა.

მან ასევე დაგვარწმუნა, რომ უახლოეს მომავალში ეგვიპტის მიმართულებით ავიაბილეთების ფასები არ შეიცვლება და სახელმწიფო განაგრძობს ავიაკომპანიების მხარდაჭერის პროგრამას.

კოკა კვირკველია