იტალიელ მარეგულირებლებს Facebook-ის ახალ სმარტ-სათვალესთან დაკავშირებით შეკითხვები გაუჩნდათ

იტალიის მონაცემთა დაცვის სააგენტომ კომპანია Facebook-ს გასულ კვირას ჩაშვებულ სმარტ-სათვალეზე მეტი ინფორმაციის მიწოდება მოთხოვა, რათა დაადგინოს, შეესაბამება თუ არა ახალი პროდუქტი კონფიდენციალურობის კანონმდებლობას.

სმარტ-სათვალე Facebook-მა ცნობილ Ray-Ban-ების მწარმოებელ კომპანია EssilorLuxottica-სთან ერთად შექმნა. ის მომხმარებელს მუსიკის მოსმენის, ზარის მიღების, ფოტოსა და მოკლე ვიდორგოლის გადაღებისა და შესაბამისი აპლიკაციით ქსელში გაზიარების საშუალებას იძლევა. იტალიის საზედამხედველო ორგანო Garante-მა კომპანია Facebook-ისგან განმარტებების მიღებისკენ ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისარს მოუწოდა, რადგან სოციალური ქსელის ევროპის შტაბი ირლანდიაში მდებარეობს.

იტალიის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ სურთ, მიიღონ ინფორმაცია Facebook-ის მიერ გატარებულ ზომებზე, რომლებიც ადამიანების, განსაკუთრებით კი ბავშვების ფოტო-ვიდეოგადღებასა და მოპოვებული ინფორმაციის ანონიმურიობის სისტემას შეეხება. ასევე, მარეგულირებლებს სათვალის ხმოვანი ასისტენტის ფუნქციაც აინტერესებთ.

„ჩვენი ვიცით, რომ ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით არსებობს შეკითხვები, ამიტომ Ray-Ban Stories-ის ჩაშვებამდე ირლანდიის მონაცემთა დაცვის სამსახურს ვაცნობეთ, თუ როგორ გავითვალისწინეთ კონფიდენციალურობა სათვალის ფუნქციებსა და დიზაინში როგორც მომხმარებლების, ისე მათი გარემოცვისთვის“, - ნათქვამია Facebook-ის განცხადებაში.

კომპანია მზადაა, იტალიურ ზედამხედველ Garante-ს ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისიის საშუალებით უპასუხოს და „ევროპაში მარეგულირებელ ორგანოებთან თანამშრომლობის გაგრძელების იმედი აქვს“.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ