როგორ გამოიყურება VIP კატეგორიის მომხმარებლებზე გათვლილი სახლი თბილისში, რომელიც 5 მლნ ლარამდე ღირს (+ფოტო)

თბილისში, კერძოდ, დიღომში, იყიდება კერძო სახლი, რომლის ღირებულება 4 671 000 ლარს (1 500 000 აშშ დოლარი) შეადგენს.

როგორც ss.ge-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, სახლის ფართობი 400კვ.მ-ია, ხოლო ეზოსი - 1000 კვ.მ.

ამასთან, სახლს აქვს 7 ოთახი, აქედან 4 საძინებელია.

„ახალაშენებული კერძო სახლი მდებარეობს თბილისის დიპლომატიურ უბანში დიღომი 7-ში. იდეალური აქტივი. 400 კვ.მ საცხოვრებელი ფართი მოიცავს 4 საძინებელს, კაბინეტს, 5 სველ წერტილს, 2 "მასტერბედრუმს", დიდ მისაღებ ოთახს, სამზარეულო სასადილოს, მარანს; ასევე, სატრენაჟორო, მოსასვენებელ და გასართობ სივრცეებს. სახლს გააჩნია 1000 კვ.მ ეზო, გამწვანებული, ავტოფარეხი 3 ავტომობილზე, შიდა და გარე პერიმეტრი აყვანილია დაცვაზე. იდეალურად გარემონტებულია, სრული ავეჯით და ტექნიკით, ეზოში საცურაო აუზით, მხოლოდ ვიპ კატეგორიის მომხმარებლებისთვის!“,- აღნიშნულია განცხადებაში.

0-1507b741-c37c-4aec-b4ed-32d7aaba13dd-1631526278.jpg

1-a559fec8-4b58-4cdc-b376-14e1905e4054-1631526290.jpg

7-47f83bc1-fe69-464f-b251-dfbf5dab5fe4-1631526308.jpg

7-cf1a5511-ce16-4ddf-a6c3-16c220fc6fd4-1631526321.jpg

8-0c19c9d3-7e48-4206-b263-7ec5b39fafe6-1631526333.jpg

11-c62108e7-fcb0-4e09-bd01-42028600609a-1631526352.jpg

12-52adaafa-0397-47bb-be99-d40c2121a3a5-1631526367.jpg

13-897e53f1-907d-4856-8605-0b1770a1adb9-1631526378.jpg

14-3036fb81-284c-45e6-9bb3-c7b38d347bd5-1631526392.jpg

14-73405b13-4c38-42d4-89e9-0a7f9736ba01-1631526405.jpg

18-f26b0f0e-94d8-40db-895b-c6998fd8a490-1631526419.jpg

18-fb09c81b-9be2-4a53-9967-7a80e7552aba-1631526438.jpg

ნინი ქეთელაური