1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1152 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1152 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1152 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1140 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0012 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6691 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6842 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0151 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.