სუფრის ყურძნის უკურკო ჯიშები სულ უფრო პოპულარული ხდება

ბოლო 10 წლის განმავლობაში სამხრეთ ნახევარსფეროს ქვეყნებში ბევრი ახალი ჯიშის სუფრის ყურძენი გამოჩნდა. FreshFruitPortal-ის ცნობით, მწარმოებლებმა მათი მოშენება და დატესტვა დაიწყეს, რის შედეგადაც ახალი ჯიშები როგორც ექსპორტიორ, ისე იმპორტიორ ქვეყნებში ნელ-ნელა პოპულარობით სარგებლობენ.

პორტალის მონაცემებით, ყველაზე პოპულარული სუფრის ყურძნის უკურკო ჯიშებია, რადგან კარგად ინახება და ტრანსპორტირებასაც იოლად უძლებენ. ექსპორტისთვის ყველაზე მოთხოვნადი თეთრი სუფრის ყურძნის ჯიშებია Thompson Seedless, Sugraone, Imperial, Regal და Prime, ხოლო წითელი ჯიშებიდან Flame, Crimson და Sunred. უთესლო ჯიშებიდან Red Globe გამოირჩევა, რომლის ექსპორტიც სამხრეთ ნახევარსფეროს ქვეყნებმა 10 წლის წინათ დაიწყეს.

ჩილესა და სამხრეთ აფრიკას ექსპორტზე ყველაზე მეტად Thompson-ისა და Flame-ის ტრადიციული ჯიშები გააქვს, არგენტინას - Imperial, პერუს კი - Red Globe. თუმცა კლასიკური სუფრის ყურძნის საექსპორტო წილი სამხრეთ ნახევარსფეროს ქვეყნებში ბოლო 10 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად შემცირდა: ჩილეში - 60%-ით, პერუში 50%-ით, ხოლო სამხრეთ აფრიკაში - თითქმის მესამედით. ტრადიციულ ჯიშებს შორის განსაკუთრებით Thompson-ისა და Flame-ის ექსპორტი შემცირდა.

ჩილეში, პერუსა და სამხრეთ აფრიკაში ახალი ჯიშების ასორტიმენტი მნიშვნელოვნად გაიზარდა, მაგრამ ჯერ არ არის გამოკვეთილი, თუ რომელი ჯიშები იქნება ყველაზე წარმატებული. დაპატენტებულ წითელ ჯიშებს შორის Sweet Celebration და Allison, თეთრიდან კი - Sweet Globe და Arra15 არიან.

10 წლის წინ პერუში სუფრის ყურძნის ექსპორტის 75%-იანი წილი ტრადიციულ Red Globe-ს ეკავა, მაგრამ ამჟამად მომარაგებაში ამ ჯიშის მხოლოდ მესამედი გააქვთ, ხოლო 20% Crimson ან Sugraone ჯიშების წილია. ექსპორტის დანარჩენი წილი ახალ დაპატენტებულ ჯიშებს უკავიათ, რომელთა შორის Sweet Globe მეორე ადგილზეა.

ჩილესა და სამხრეთ აფრიკისგან განსხვავებით, პერუში ახალ ჯიშებს შორის ყველაზე მეტად თეთრ ყურძენი Sweet Globe, Ivory, Arra 15 და Sugar Cripp's იყიდება, პოპულარული წითელი ჯიშები კი Sweet Celebration, Allison და Jack's Salute არიან.

სამხრეთ აფრიკის ტრადიციულ სუფრის ყურძენს შორის Crimson, Prime და Thompson გამოირჩევა, ხოლო წითელი ყურძნის ახალი ჯიშებიდან პოპულარულია Scarlotta, Tawny, Sweet Celebration, Allison, Starlight და Ralli. თეთრი ჯიშებს მეორე ადგილი უკავიათ. ესენია: Autumn Crip’s, Sweet Globe, Early Sweet и Arra 15. შეინიშნება შავი ყურძნის ჯიშებიც, როგორიცაა Midnight Beauty, Sable, Sweet Joy, Adora, Melody და Sweet Saphire.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ