ევროპაში გაზის ფასი რეკორდულად იზრდება

უახლოეს ოქტომბრის ფიუჩერსებზე, ICE Futures-ის ბირჟაზე, გაზის ფასმა ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და ათას კუბურ მეტრზე 755 დოლარი შეადგინა.

ბირჟის მონაცემებით, აღნიშნული ღირებულება არის ახალი მწვერვალი და ფასმა 700 დოლარიდან 755 დოლარამდე ასვლას რამდენიმე დღე მოანდომა. აგვისტოში ამავე ბირჟაზე გაზის ფასი 533 დოლარი იყო, სექტემბრის დასაწყისში კი - 658 აშშ დოლარი. ეს მაშინ, როცა წლის დასაწყისში, ათასი კუბური მეტრის ღირებულება 344 დოლარი იყო .

ექსპერტების განცხადებით, ფასის ზრდის მთავარი განმაპირობებელი ევროპის გაზის საცავებში არსებული მცირე მარაგებია. აღნიშნულიდან გაზის ამოტუმბვის და დამუშავების დაწყებამდე თვეზე ნაკლები რჩება, მარაგების დონე კი 70%-ს ძლივს სცდება, რაც 15%-ით ნაკლებია ბოლო 5 წლის მაჩვენებელზე.

კოკა კვირკველია