ჩინეთთან ექსპორტ-იმპორტი გაიზარდა - პროდუქტები, რასაც ყველაზე დიდი მოცულობით ვყიდით და ვყიდულობთ აღნიშნულ ქვეყანაში

მიმდინარე წელს, გასულ წელთან შედარებით, ჩინეთთან ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლები გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ ჩინეთის მიმართულებით 249,2 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია გაიტანა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 370,5 მლნ შშ დოლარის.

რაც შეეხება იმპორტს, 2020 წლის 7 თვეში ქვეყანამ ჩინეთისგან 379,3 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი შეიძინა, ხოლო 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში - 459,4 მლნ აშშ დოლარის.

„ბიზნესპრესნუსი“ გთავაზობთ ტოპ-10 პროდუქტს, რასაც ყველაზე დიდი მოცულობით ვყიდით და ვყიდულობთ ჩინეთში.

2021 წლის 7 თვეში ექსპორტირებული ტოპ-10 პროდუქტის ჩამონათვალი ასეთია:

  • მადნები და კონცენტრატები სპილენძის - 305 მლნ აშშ დოლარი
  • მადნები და კონცენტრატები ძვირფასი ლითონების - 26,4 მლნ აშშ დოლარი
  • მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ხელსაწყოები და მოწყობილობები - 11, 5 მლნ აშშ დოლარი
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 8, 5 მლნ აშშ დოლარი
  • დაუმუშავებელი ალუმინი - 5,6 მლნ აშშ დოლარი
  • სპილენძის ნარჩენები და ჯართი - 3, 1 მლნ აშშ დოლარი
  • კოჭა, ზაფრანა, ურცი, დაფნის ფოთოლი, კარი და სხვა სანელებლები - 2,0 მლნ აშშ დოლარი
  • ორთოპედიული სამარჯვები; სხეულის ხელოვნური ნაწილები - 1,9 მლნ აშშ დოლარი
  • ცენტრალური გათბობის ქვაბები - 1,9 მლნ აშშ დოლარი
  • არადენატურირებული ეთილის სპირტი, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები- 1,3 მლნ აშშ დოლარი

2021 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ ჩინეთისგან ყველაზე დიდი რაოდენობით შეიძინა:

  • სხვა მანქანები და მექანიზმები გადაადგილების, ამოთხრის ან გაბურღვისათვის - 41,7 მლნ აშშ დოლარი
  • ადამიანის ან ცხოველების სისხლი, სამედიცინო მიზნებისათვის; იმუნური შრატები - 24, 2 მლნ აშშ დოლარი
  • ნახშირბადიანი ფოლადის ბრტყელი ნაგლინი, სიგანით 600 მმ ან მეტი -17,7 მლნ აშშ დოლარი
  • ახალი რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები - 15,7 მლნ შშ დოლარი
  • გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 11,4 მლნ აშშ დოლარი
  • პოლიაცეტალები, პოლიეთერები მარტივი სხვა და ეპოქსიდის ფისები პირველადი ფორმებით - 9,6 მლნ აშშ დოლარი
  • მოწყობილობები ჰაერის კონდიცირებისათვის - 9,6 მლნ აშშ დოლარი
  • ნათურები და გამანათებელი მოწყობილობები -7 მლნ აშშ დოლარი
  • სხვა სახის რეზინის ან პოლიმერული მასალის ფეხსაცმელი - 6,5 მლნ აშშ დოლარი
  • სათამაშოები სხვა; მოდელები შემცირებული ზომის და ანალოგიური მოდელები; თავსატეხები - 6,4 მლნ აშშ დოლარი
ნინი ქეთელაური