ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარიის პირველი გამარჯვებული დღეს, 12:00 საათზე გამოვლინდება, გათამაშება გაიმართება ვებგვერდზე stopcov.lotto.ge

ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარიის პირველი გამარჯვებული დღეს, 12:00 საათზე გამოვლინდება დღევანდელი დღის ჩათვლით ყველა ვაქცინირებული ადამიანებიდან. შესაბამისი მონაცემები უკვე გადაცემულია ლატარიის კომპანიისთვის, რომელიც დღეს, 12:00 საათზე განახორციელებს პირველ გათამაშებას, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გათამაშება გაიმართება ვებგვერდზე - www.stopcov.lotto.ge , როგორც ყოველდღიურ, ასევე ყოველკვირეულ ფორმატში.

„მონაცემები განახლდება ყოველდღიურად. გუშინდელი მონაცემები, დღის ბოლოს მიეწოდა ლატარიის კომპანიას, შესაბამისად, თუ პიროვნება აიცრა გუშინ, მას უკვე შესაძლებლობა ექნება, დღეს მიიღოს მონაწილეობა გათამაშებაში. შესაბამისად, სანამ ეს გათამაშება იქნება, იგივე პრინციპით განხორციელდება მონაცემების მიწოდება და შემდეგ გათამაშება“, - აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.