სამხრეთ-კორეულმა მარეგულირებელმა Google 177 მილიონი დოლარით დააჯარიმა

სამხრეთ-კორეულმა ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა ამერიკული კომპანია Google მობილური ოპერაციული სისტემებისა და აპლიკაციების ბაზარზე დომინანტური პოზიციის გამო 207,4 მილიონი ვონით (176,8 მლნ დოლარი) დააჯარიმა. ამის შესახებ სააგენტო Yonhap-ი წერს.

მისი მონაცემებით, Google ხელს უშლის საბაზრო კონკურენციას და სმარტფონების მფლობელებისგან მოითხოვს პირობას, რომლის შესაბამისად ისინი საკუთარ მოწყობილობაზე ვერ შეძლებენ Android-ის მოდიფიცირებული სისტემების დაყენებას. ეს კი მარეგულირებლის თქმით, ხელს უშლის სმარტფონების სხვა ოპერაციული სისტემების შექმნას და საქმიანობას. ჯარიმის გარდა, მარეგულირებელმა Google დაავალდებულა საკუთარ სმარტფონებში მომხმარებელთან ხარვეზები გამოასწოროს.

როგორც ცნობილია, 2021 წლის 31 აგვისტოს სამხრეთ კორეის რესპუბლიკამ მიიღო კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, Apple-სა და Google-ის მაღაზიებმა უნდა დაუშვან გვერდითი გადამხდელი სისტემები საკუთარ პლატფორმებზე.

კოკა კვირკველია