Reuters: აშშ და ევროკავშირი მოუწოდებენ ქვეყნებს მეთანის გაფრქვევა 30%-ით შემაცირონ

აშშ და ევროკავშირი მიმდინარე კვირაში აპირებენ გამოაცხადონ საკუთარი ვალდებულების შესახებ, რომლის თანამხადაც, 2030 წლისთვის სულ ცოტა 30%-ით უნდა შემცირდეს მეთანის გაფრქვევა ატმოსფეროში 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით. როგორც Reuters-ი მის ხელთ არსებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს, ვაშინგტონი და ბრიუსელი აპირებენ ამ ვალდებულებისკენ შეერთების მოწოდებით 20-ზე მეტ ქვეყანას მიმართონ.

„მეთანის მოკლე სიცოცხლისუნარიანობა ატმოსფეროში ნიშნავს, რომ ახლა მიღებული გადაწყვეტილებები სწრაფად შეამცირებს გლობალური დათბობის ტემპებს,“ - ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც ოფიციალურად პარასკევს გავრცელდება.

Reuters-ის ცნობით, სხვა დოკუმენტში კი ჩამოთვლილია ოცზე მეტი ქვეყანა, რომელთა შორის არიან: რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია, საუდის არაბეთი, ნორვეგია, ყატარი, დიდი ბრიტანეთი, ახალი ზელანდია და სამხრეთ აფრიკა. ევროკავშირი და აშშ აპირებენ ამ ქვეყნების ხელისუფლებებს მოუწოდონ შეუერთდნენ მეთანის გაფრქვევის შემცირების გაცხადებულ მიზნებს.

კოკა კვირკველია