რა შემთხვევაში მოიხსნება შეზღუდვები რესტორნებისთვის - შრომის ინსპექციასთან  შეხვედრის შედეგები

„მწვანე ობიექტებისთვის ულიმიტო ოპერირება“ - ამ ინიციატივით რესტორნები დღეს შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელს შეხვდნენ.

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი, კოტე გაბრიჩიძე ,,ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, რომ ჯერ საუბარია სატესტო რეჟიმზე, რომელიც სავარაუდოდ თბილისის 15 რესტორანში განხორციელდება.

,,შეხვედრამ საკმაოდ კარგად ჩაიარა. ჯერ დეტალები არ ვიცით, თუმცა საუბარია იმაზე, რომ რესტორნებს რომელსაც ექნებათ მწვანე ზონის სტატუსი მოეხსნათ ყველანაირი შეზღუდვა რაც დღეს არსებობს. იქნება ეს სამუშაო დროის განსაზღვრა, თუ მაგიდებზე სტუმრების დაშვებული რაოდენობა. ამ ეტაპზე, 15 რესტორანზეა საუბარი.

მწანე ზონის სტატუსი კი უნდა განისაზღვროს რესტორნებისთვის, რომლის სტაფიც სრულად აცრილია სტუმრები კი ან ვაქციირებული არიან, ან pcr ტესტს წარმოადგენენ“ - განაცხადა გაბრიჩიძემ ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

ინფორმაციისთვის, თბილისის მასშტაბით რამდენიმე კაფე-რესტორანმა მწვანე, კოვიდ-უსაფრთხო ზონად გადაქცევისთვის კოვიდ -რეგულაციები თავად შეიმუშავა და ისინი დღეისთვის მომხმარებელს მხოლოდ ვაქცინირებულ, ან PCR, ან სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე იღებენ.

თამარ მუკბანიანი