1300 დოლარი 9 დღეში 13 საშინელებათა ფილმის ყურების სანაცვლოდ - მოთხოვნები, რომელიც მსურველებმა უნდა დააკმაყოფილონ

საფინანსო კომპანია 1300 დოლარს გადაუხდის ადამიანს, რომელიც ოქტომბერში 13 საშინელებათა ფილმის უყურებს, შემდეგ კი, დაწერს ანალიზს იმის შესახებ, ახდენს თუ არა ფილმის ბიუჯეტი პროდუქტზე გავლენას.

FinanceBuzz-ის ინფორმაციით მსურველების რაოდენობა შეზღუდული არ არის. პრესრელიზში, კომპანია აცხადებს, რომ ადამიანი უნდა დათანხმდეს უყუროს 13 ყველაზე საშინელ ფილმს, რაც კი ოდესმე გადაღებულა, ხოლო ამ დროის განმავლობაში, Fitbit-ი მათ გულისცემას თვალყურს ადევნებს.

”საშინელი სეზონის მოახლოების საპატივსაცემოდ (იგულისხმება ჰელოუინი), FinanceBuzz-ს სურს, გაარკვიოს, მაღალი ბიუჯეტის მქონე საშინელებათა ფილმები უფრო აშინებს მაყურებელს, თუ დაბალბიუჯეტიანი. როდესაც ამ 13 ფილმს უყურებთ, Fitbit-ი ამ დროს თქვენი გულისცემის მონიტორინგს განახორციელებს“,- ნათქვამია განცხადებაში.

შერჩეულმა მონაწილემ 9-დან 18 ოქტომბრამდე უნდა ნახოს შემდეგი ფილმები: Saw, Amityville Horror, A Quiet Place, A Quiet Place Part 2, Candyman, Insidious, The Blair Witch Project, Sinister, Get Out, The Purge, Halloween (2018), Paranormal Activity and Annabelle.

FinanceBuzz მონაწილეს Fitbit ტრეკერს, 1,300 აშშ დოლარს და 50 დოლარის სასაჩუქრე ბარათს გადასცემს.

განმცხადებლებმა უნდა შეავსონ ფორმა და უთხრან კომპანიას, თუ რატომ არიან ისინი საუკეთესოდ შესაფერისი სამუშაოსთვის.

https://financebuzz.com/get-paid-to-watch-scary-movies

FinanceBuzz გამარჯვებულს 1 ოქტომბერს შეარჩევს, ხოლო განაცხადები 26 სექტემბრამდე მიიღება.

წყარო: edition.cnn.com

თეონა რამაზაშვილი