დუღილი, ასეთი ეკონომიკური ტერმინი არ არსებობს, თუმცა გვაქვს შთამბეჭდავი ეკონომიკური ზრდა და ის, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, ასახავს ამას - ლადო პაპავა

დუღილი, ასეთი ეკონომიკური ტერმინი არ არის, თუმცა გვაქვს შთამბეჭდავი ეკონომიკური ზრდა და ის, რაც ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, ასახავს ამას,- ამის შესახებ პროფესორმა ლადო პაპავამ რადიო "პალიტრისა" და "პალიტრანიუსის" გადაცემაში "საქმე" განაცხადა.

„დუღილი, ასეთი ეკონომიკური ტერმინი არ არსებობს. ეს უფრო მხატვრული გამოთქმაა, ამიტომ ნებისმიერ პოლიტიკოსს შეუძლია ეს თქვას. მე როგორც ეკონომისტი გეტყვით, რომ გვაქვს შთამბეჭდავი ეკონომიკური ზრდა და ის, რაც ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, ასახავს ამას. თუმცა, კიდე ერთხელ ვიტყვი, ეკონომიკური მეცნიერება დუღილის ტერმინს არ იცნობს.

ჩვენ გვაქვს როგორი ეკონომიკური ზრდა - რაიმე ტექნოლოგიური ცვლილებები, სტრუქტურული ძვრები ეკონომიკაში არ მომხდარა, ამიტომ თვისობრივად სხვა ეკონომიკა, ვიდრე გვქონდა 2019 წელს, უბრალოდ არ გვაქვს და არ გვექნება. მაგრამ გვაქვს სულ სხვა რამე, რადგანაც პანდემიის პირობებში არა მარტო ქართულმა საზოგადოებამ, მთელ მსოფლიოში, მეტი ცოდნა შეიძინა კრონავირუსთან დაკავშირებით, მოხდა ვირუსთან ადაპტირება, გაჩნდა ვაქცინები, დაწყო ვაქცინაციის პროცესი, ამან გამოიწვია ის, რომ ადამიანებმა ისწავლეს ვირუსთან თანაარსებობა. ამან გახსნა ეკონომიკა, ანუ პრაქტიკულად დაიწყო პროცესი, რომ გაჩერებული კომპანიები, ფირმები, რომლებიც სხვადასხვა შეზღუდვის გამო ვერ ახორციელებდნენ საკუთარ საქმიანობას, ახლა უკვე ახორციელებენ. რა თქმა უნდა, ის ადამიანები, ვინც ამ კომპანიებში მუშაობდნენ, კვლავ დასაქმებულები არიან და მათი მონაწილეობა, ჩართულობა, ანუ ინკლუზიურობა გარანტირებულია. ის, რომ ქვეყანას ჰქონდეს მეტი განვითარება, აუცილებელია არა უბრალოდ 2019 წლის სტრუქტურის განმეორება და მისი აღდგენა, არამედ სტრუქტურული ცვლილებები. ახლა უბრალოდ ვერ მოხდებოდა სტრუქტურული ცვლილებები, ახლა მხოლოდ ვისწავლეთ პანდემიასთან თანაარსებობა. რა თქმა უნდა, ეს არ შეხებია განათლების სფეროს, იქ ცოტა რთულად არის საქმე, მაგრამ ეკონომიკამ ადაპტირება მოახდინა“,- განაცხა დალადო პაპავამ.

ნინი ქეთელაური