თბილისსა და მის შემოგარენში მიწის ნაკვეთების გაყიდვები 56%-ით გაიზარდა - 3 ადგილი, სადაც ტრანზაქციები ყველაზე მაღალია

2021 წლის პირველ ნახევარში თბილისსა და მის შემოგარენში საცხოვრებელი დანიშნულების მიწებზე 822 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 56%-ით მეტია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამის შესახებ „კოლიერსის“ კვლევაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, ტრანზაქციების რაოდენობის მხრივ საკვლევ არეალში ლიდერობენ წავკისი, ტაბახმელა და თხინვალა. აღნიშნულ დასახლებებში 2021 წელს დარეგისტრირებული ტრანზაქციების რაოდენობა თითოეულში დაახლოებით 100 ერთეულს შეადგენს.

ამასთან, კვლევის თანახმად, წყნეთში მოთხოვნამ 4.2%-ით დაიკლო, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს ვაკანტური მიწის ნაკვეთების სიმცირით და ამასთანავე მაღალი საფასო განაკვეთით.

წყარო: "ქოლიერსი"

თაია არდოტელი