ახალი iPhone 13, საათი, პლანშეტები, -მთავარი სიახლეები Apple-ის პრეზენტაციიდან

როგორც დაპირებული იყო კომპანიამ Apple 14 სექტემებერს ახალი პროდუქციის პრეზენტაცია გამართა.

iPhone 13-ის ხაზი

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა სპეციალურ ღონისძიებაზე ახალი თაობის სმარტფონების ხაზი წარმოადგინა. სიახლემ მიიღო რიგითობის ნომერი 13 და შედგება ოთხი მოდელისგან, მათგან ორი უფრო „ მარტივია“ (iPhone 13 და iPhone 13 mini) ორი კი უფრო ძვირიანი (iPhone 13 Pro და iPhone 13 Pro Max). მათი ეკრანების დიაგონალი უცვლელი დარჩა და 6,1 და 5,4 და 6,1 და 6,7 დიუმია.

Pro მოდელების ეკრანებს ახლა ადაპტირებული სიხშირე აქვთ 10-დან 120 ჰერცამდე, რაც ნიშნავს, რომ გამოსახულება 120-მდე იცვლება და უფრო ტალღოვანია, რაც განსაკუთრებით ჩანს თამაშებისას. სხვებში კი სიხშირე 60 ჰერცია. იყო მოლოდინი რომ უფრო დახვეწილი ეკრანების გამო ელემენტების ხარჯვა გაიზრდებოდა, თუმცა, ახალი მოდელების ელემენტები წინამორბედებზე 1,5 და 2,5 საათით უფრო გამძლეებია.

ოთხივე სმარტფონს ახალი უკანა კამერები აქვს. iPhone 13 და iPhone 13 mini-ის კვლავ ორი კამერა აქვთ, თუმცა გაუმჯობესებულია. iPhone 13 Pro და iPhone 13 Pro Max-ში კი უკან სამი კამერაა. რათქმაუნდა გაუმჯობესებულია გადაღების რეჟიმი როგორც ვიდეო ასევე ფოტო გადაღებისას.

რაც შეეხება საცავის მოცულობას, კომპანიამ აქ ნამდვილად დიდი ნახტომი გააკეთა. ახლა iPhone 13 პირველი სმარტფონია, რომლის მოცულობა ტერაბაიტამდეა გაზრდილი. ისე კი ხელმისაწვდომია 128, 256 და 512 გეგაბაიტიანი ვერსიები. რაც შეეხება ფასებს, iPhone 13 Pro Max — 1,099 დოლარიდან. iPhone 13 Pro — 999 დოლარიდან. iPhone 13 — 799 დოლარიდან. iPhone 13 mini — 699 დოლარიდან ღირს.

iPad და iPad mini

ამავე ღონისძიება კომპანიამ წარმოადგინა ახალი პლანშეტებიც. უფრო დიდი ზომის მოდელს 10,2 დიუმიანი ეკრანით შეუძლია გამოსახულების შესაბამისობა გარემოსთან, აქვს ძველი პროცესორი, თუმცა, აქვს სტილუსის Apple Pencil მხარდაჭერა . ახალ iPad mini-ის დიაგონალი კი 8,3 დიუმია და ეს უფრო დიდია ვიდრე წინა მოდელების ზომა. მას სრულიად ახალი პროცესორი A15 Bionic აქვს. ასევე აქვს USB-C პორტი. მისთვის ცალკეა შესაძლებელი მეორე თაობის Apple Pencil სტილუსის შეძენა. აქვეა 5G მხარდაჭერა.

ორივე მოდელს წინა მხარეს აქვს მკვეთრკუთხოვანი კამერები ფუნქციით „ყურადღების ცენტრში“. ეს ფუნქცია მუშაობს უკანა კამერაზეც, ის პირველად iPad Pro მოდელში გამოჩნდა, თუმცა, კვლავინდებურად შთამბეჭდავად გამოიყურება. iPad-ში მოცულობა ახლა 64 გბ-ია. მისი გაყიდვები 24 სექტემებრიდან დაიწყება.

Apple Watch 7

კომპანიამ ასევე წარმოადგინა ჭკვიანი საათი Apple Watch Series 7, რომელმაც ახალ თაობაში დიზაინი ოდნავ შეიცვალა. აქვს ახალი სამაჯურები, თუმცა ძველიც მოერგება, ამასთან აქვს 5 შეფერილობა და სხვადასხვა ტიპის ციფერბლატი და სრულფასოვანი კლავიატურა. ელემენტები 18 საათი ყოფნის, მისი 80%-ით დატენვას კი 45 წუთი ჰყოფნის. ამასთან, ის უკეთ არის ადაპტირებული სპორტით დაკავებასთან. გაყიდვები ოქტომბრიდან დაიწყება. ფასი კი 399 დოლარიდან იქნება.

კოკა კვირკველია