Chevron-ი ეკობიზნესში ინვესტიციებს 10 მილიარდ დოლარამდე გაზრდის

ამერიკული სანავთობო კომპანია Chevron Corp. აცხადებს, რომ გაასამმაგებს ინვესტიციებს ეკოლოგიურად სუფთა ბიზნესის მიმართულებით, არსებული 3 მილიარდიდან 10 მილიარდ დოლარამდე და ეს მოხდება 2028 წლამდე.

გეგმა ითვალისწინებს 2 მილიარდი დოლარის ინვესტირებას კომპანიის საქმიანობაში, რომელმაც უნდა შეამციროს ნახშიროჟანგის გამოყოფა ატმოსფეროში. გარდა ამისა, დაგეგმილია განახლებადი ბუნებრივი აირის (ბიომეთანის) წარმოება 1,14 მილიონ კუბურ მეტრამდე დღე-ღამეში, წყალბადის 150 ათას ტონამდე დღე-ღამეში და სხვა ტიპის განახლებადი საწვავის 100 ათას ბარელამდე დღე-ღამეში.

„განახლებადი ტიპის საწვავები განკუთვნილია ეკონომიკის ისეთი დარგებისთვის, რომელშიც რთულია ელექტროფიცირების განხორციელება, მაგალითად, ავიაციაში და მძიმე მრეწველობაში. ამიტომ ამ დარგის წარმომადგენლები იძულებულნი არიან მოიძიონ პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზები, რათა შეამცირონ ემისიები,“ - განაცხადა Chevron-ის წარმომადგენელმა ჯეფ გუსტავსონმა.

აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების ფონზე, Chevron-ის აქციებზე ფასმა ზრდა დაიწყო. ხოლო კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია მიმდინარე წელს 16%-ით არის გაზრდილი.

კოკა კვირკველია