Fox-მა ინტერნეტ-ტაბლოიდი TMZ იყიდა

ამერიკულმა მედიაკომპანიამ Fox Corp-მა ამერიკული პოპულარული ინტერნეტ-ტაბლოიდი TMZ კორპორაცია AT&T Inc -ისგან შეიძინა. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს.

TMZ, რომელიც ცნობილი ადამიანების ცხოვრებას აშუქებს, შტატებში ძალიან პოპულარულია, ის მინიმუმ 50 მილიონ დოლარად იყო შეფასებული, თუმცა, დაუზუსტებელი ინფორმაციით, Fox-მა ტაბლოიდში 100-125 მლნ დოლარი გადაიხადა.

ახალი გარიგების თანახმად, TMZ-ის დამფუძნებელი ჰარვი ლევინი რჩება დირექტორის პოსტზე. მისი თქმით, Fox-ში შესვლა მათ ახალ შესაძლებლობებს უხსნის.

TMZ-ის მფლობელი AT&T თავის მხრივ იყო WarnerMedia-ს კუთვნილება და ზოგჯერ ტაბლოიდი უხერხულ მდგომარეობაში ვარდებოდა, როცა უწევდა Warner-ში დასაქმებული ცნობილ სახეებზე ინფორმაციების გავრცელება. Fox-ს კი ამ მიმართულებით, სავარაუდოდ, ბევრად ნაკლები კონფლიქტური სიტუაცია ექნება, ვინაიდან ის კონცენტრირებულია არასცენარულ კონტენტზე.

კოკა კვირკველია