საქართველოში სულ ჩატარებულია 1 561 228 აცრა - სრულად ვაქცინირებულია 641 352 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 22.5%

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 15 სექტემბრის მონაცემებით საქართველოში სულ ჩატარებულია 1 561 228 აცრა.

მათივე ცნობით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 919 876 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 32.2%. სრულად ვაქცინირებულია 641 352 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 22.5%.

ბოლო 24 საათში კი 24 941 ადამიანი აიცრა.