Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.1053 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 13:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.1053 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.1130 კურსით დაიწყო.

ეროვნული ბანკის მიერ 14 სექტემბერს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.1141 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6759 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.