მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია „არა კოვიდ-ფაშიზმს“ გაიმართა

მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართა.როგორც აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, კორონავირუსის ვაქცინის გაკეთება სავალდებულო არ უნდა იყოს. მათ ადგილზე მიტანილი ჰქონდათ პლაკატები წარწერით "არა კოვიდ-ფაშიზმს".

"ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, არ იყოს იძულებითი ვაქცინაცია. სტუდენტები აუდიტორიებში დაუშვან, არ იყოს აუცრელობის გამო, მათი დისკრიმინაცია. საჯარო და კერძო სამსახურებში ადამიანებს არ ყრიდნენ იმის გამო, რომ აცრილები არ არიან. ჩვენ არ ვართ აცრის წინააღმდეგები, ჩვენ ვამბობთ, რომ არ უნდა იყოს იძულება", - აღნიშნავს აქციის მონაწილე.

მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართული აქციის მონაწილეები, "ქართული ოცნების" ოფისისკენ მიემართებიან, სადაც კიდევ ერთხელ გააჟღერებენ საკუთარ მოთხოვნებს.