Xiaomi-მ  11T და 11T Pro წარმოადგინა

108 მეგაპიქსელი, AMOLED ეკრანი, 120 ჰრც მხარდაჭერა, 5000-იანი ელემენტი და 120 ვტ დატენვის შესაძლებლობა. ეს არის მოკლე ჩამონათვალი იმ მახასიათებლების რომლითაც ამაყობს Xiaomi-ს ახალი ფლაგმანი სმარტფონები 11T და 11T Pro. ამ ფლაგმანებში მთავარი აქცენტი მუშაობის სისწრაფეზე, დატენვასა და „კინომაგიაზეა“ გაკეთებული.

Xiaomi-ს თუ დავუჯერებთ სიახლეებს აქვთ ერთ-ერთი საუკეთესო ბრტყელი AMOLED ეკრანი. Xiaomi 11T Pro-ს საუკეთესო ეკრანისთვის ჯილდოც კი მიიღო კლასისთვის DisplayMate A+ ლაბორატორიისგან DisplayMate. მისი ეკრანის დიაგონალი 6,67 დიუმია, გაფართოება Full HD+ (2400×1080 პიქსელი), აქვს 120 ჰერცის სიხშირის მხარდაჭერა, მილიარდამდე ელფერის აღბეჭდვა და დაცულია შუშით Corning Gorilla Glass Victus.

საბაზისო მოდელი Xiaomi 11T დაფუძნებულია SoC MediaTek Dimensity 1200-Ultra-ზე, ხოლო 11T Pro — Snapdragon 888 პროცესორზე. დიდი ყურადღებაა დათმობილი სამმაგ კამერაზე, რომელსაც 108 მეგაპიქსელი გაფართოება აქვს და HDR10+ მხარდაჭერა, ასევე 8K ვიდეორგოლის გადაღების შესაძლებლობა. სმარტფონს აქვს 120 ვტ სიმძლავრის სწრაფი დატენვის მხარდაჭერა . როგორც მწარმობელი ამბობს მისი 5000-იანი ელემენტის დატენვა 0-დან 100%-მდე შესაძლებელია 17 წუთში. საბაზისო მოდელში კი 36 წუთში.

მას აქვს 2 SIM-ბარათის მხარდაჭერა, 5G, Wi-Fi 6, Bluetooth 5.2 დაNFC. ასევე აღსანიშნავია ორმაგი დინამიკები (Harman Kardon Xiaomi 11T Pro-ში). მწარმოებელი პირობას დებს რომ 3 წელი განაახლებს მის სისტემას ახალი თაობის Android-ის გამოჩენამდე. მისთვის სამი შეფერილობაა ხელმისაწვდომი - რუხი, ცისფერი და თეთრი.

Xiaomi 11T Pro-ს ფასი 649 ევროდან იწყება 8 გბ-იანი ოპერატიულისა და 128 გბ-იანი საცავის მქონე ვერსიისთვის. ვერსია 8/256 გბ 699 ევრო ღირს, ხოლო 12/256 გბ ვარიანტი 749 ევრო. Xiaomi 11T -ს ფასი კი 499 ევროდან იწყება 8/128 გბ-სთვის და 549 ევროს აღწევს 8/256 გბ ვარიანტისთვის.

კოკა კვირკველია