Tesla-მ  Cybertruck-ის კონკურენტის  Rivian R1T -ის წარმოება დაიწყო

ამერიკულმა კომპანიამ Rivian-მა მისი პირველი სერიული ელექტრომობილის სერიული წარმოება დაიწყო.

სტარტაპი ძალიან დიდი ხანი მის ინჟინერულ მიღწევებს გვაცნობდა და მხოლოდ ახლა მოახერხა მისი კონვეიერული წარმოება.

შტატებში Rivian-ს უკვე დიდი ხანია ეძახიან Tesla-ს კონკურენტს, თუმცა ამ კომპანიას ძალიან გაუგრძელდა წარმოების დაწყება. ამაზე ილონ მასკმაც კი იხუმრა „ტვიტერში“, როცა გამოეხმაურა Rivian-ის აქციების პირველადი განთავსების (IPO) თემას, განაცხადა რა, რომ “კომპანიას, სანამ გავიდოდა საფონდო ბირჟაზე, ერთი სერიული ელექტრომობილი მაინც რომ წარმოედგინა თითო მილიარდიან კაპიტალზე კარგი იქნებოდა“. ახლა კი გამოდის, რომ Rivian-ს უკვე ჰყავს სერიული ელექტრო-პიკაპი. Tesla-ს Cybertruck-ი კი 2023 წელს გამოვა.

თავდაპირველად Rivian-ი, მოდელ R1T-ის წარმოების დაწყებას 2020 წელს აპირებდა, თუმცა Mitsubishi-სგან ნაყიდ ქარხანაში გადაიარაღებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ეს ვერ მოახერხა. პრობლემები კიდევ უფრო დაამძიმა COVID-19 პანდემიამ, ამიტომ მისი სერიული წარმოება 2021 წლის ივლისიდან გადადეს სექტემბრამდე. ახლა კი როგორც იქნა ეს პროცესი დაიძრა და ამგვარად Rivian-მა არა მხოლოდ Tesla-ს დაასწრო ელექტრო-პიკაპის სერიული წარმოება არამედ Ford-ს და General Motors-საც. თუმცა, მასიური წარმოების დაწყება სულაც არ ნიშნავს იმას რომ მყიდველები მას მყისიერად მიიღებენ. მიწოდების დაწყება მხოლოდ 2022 წლის იანვრიდან არის დაგეგმილი.

R1T ვერსიით Launch Edition 73 ათასი დოლარი ღირს. მისი გაცხადებული სვლის მარაგი 500 კმ-ია. აქვს სრული ამძრაობა და 0-დან 100-მდე 3 წამში ჩქარდება.

კოკა კვირკველია