LG-მ 325-დიუმიანი ტელევიზორი - LG DVLED TV წარმოადგინა

სამხრეთ კორეულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა LG Electronics-მა წარმოადგინა გიგანტური შუქდიოდის ტელევიზორი, რომელსაც აქვს უზარმაზარი ეკრანი და სახლის კინოთეატრის სისტემა.

LG DVLED TV ახლა კომპანიონობას გაუწევს კიდევ ერთ სამხრეთ კორეულ გიგანტ ტელევიზორს Samsung The Wall TV-ს.

ტელევიზორი LG DVLED TV ხელმისაწვდომია რამდენიმე ზომით, დაწყებული 81 დიუმით და დამთავრებული სუპერგიგანტური 325 დიუმით. ამასთან, მას აქვს 4K და 8K მხარდაჭერა დიაგონალიდან გამომდინარე და მის ტოპ-ვერსიაში გამოყენებულია 33 მილიონი დიოდი. როგორც Samsung Wall TV-ის შემთხვევაში, LG DVLED-საც არ აქვს ფიქსირებული ფასი მისი კომპონირებიდან გამომდინარე, თუმცა, მინიმალური ღირებულება 30 000 დოლარიდან იწყება.

LG-იმ უკვე დაიწყო შეკვეთების მიღება 325-იან გიგანტურ მოდელზე. მისი სამიზნე აუდიტორია ეს არის ულტრა მდიდრული სახლების მფლობელი ადამიანები.

კოკა კვირკველია