ევროკავშირში ავტომობილების აგვისტოს გაყიდვები მკვეთრად დაეცა

ევროკავშირის ქვეყნებში (მალტის გამოკლებით) ახალი ავტომობილების აგვისტოს გაყიდვები 19.1 პროცენტით არის შემცირებული. სულ 28 ქვეყანაში 622 993 ავტომობილი გაიყიდა. შედარებისთვის, ავტომობილების მწარმოებელთა ევროპული ასოციაციის (ACEA) მონაცემებით, შარშან აგვისტოში ევროკავშირში 769 639 ცალი ახალი ავტომობილი გაიყიდა.

იმავე ასოციაციის სტატისტიკის შესაბამისად, ივლისში გაყიდვები 23.2 პროცენტით დაეცა, ივნისში 10.4 პროცენტით გაიზარდა, მაისში 53.4 პროცენტით გაიზარდა, აპრილში ზრდამ 3.2 პროცენტი შეადგინა. გაყიდვების ყველაზე მაღალი, 87.3-პროცენტიანი ზრდა მარტში დაფიქსირდა. თებერვალსა და იანვარში გაყიდვები შესაბამისად, 19.3 და 24.0 პროცენტით დაეცა.

უკვე ზედიზედ მეორე თვეა, რაც ევროპის კავშირის ქვეყნებში, გაყიდვები ორნიშნა პროცენტული მაჩვენებლით მცირდება. აგვისტოში ამ მხრივ ყველაზე გამორჩეული ქვეყნებია: პორტუგალია (ვარდნა 35.8 პროცენტი), ესპანეთი (28.9 პროცენტი), იტალია (27.3), გერმან (23.0) და საფრანგეთი (15.0). იმავდროულად, რუმინთში ახალი ავტომობილების გაყიდვები 44.6 პროცენტით გაიზარდა.

ევროპაში (ევროკავშირს პლუს ბრიტანეთი, ისლანდია, ნორვეგია და შვეიცარია) აგვისტოში სულ 724 710 ახალი ავტომობილი დარეგისტრირდა, რაც შარშანდლ აგვისტოსთან შედარებით, 18.1 პროცენტით ნაკლებია.

წლის დასაწყისიდან, ევროკავშირში ახალი ავტომობილების რეგისტრაციების რიცხვი 11.2 პროცენტით გაიზარდა და 6.808 მილიონს მიაღწია. ყველაზე მკვეთრი მტებაა იტალიის ბაზარზე - 30.9 პროცენტი. ყველაზე ნაკლები გერმანიაში - 2.5 პროცენტი.

ბრენდების მიხედვით, აგვისტოში ყველაზე მეტად გაყიდვები შეუმცირდათ: „ჰონდას“ (42.5 პროცენტით), „ნისანს“ (40.2 პროცენტით) და „დაიმლერს“ (40.1 პროენტი). აგვისტოში ევროპაში გაყიდვები მხოლოდ „მაზდას“ გაეზარდა (7.0 პროცენტით).