კახეთში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოავლინეს

კახეთში, თურდოს ხეობაში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოვლინდა.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამსახურის თანამშრომლებმა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში, მდინარე თურდოს ხეობაში, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.

სამართალდამრღვევებს 18 ძირი ფიჭვისა და ვერხვის ჯიშების პირველი ხარისხის ხე-ტყე ჩამოართვეს. სამინისტროს ინფორმაციით, გარემოზე მიყენებული ზიანის ოდენობა 5 470 ლარს შეადგენს. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შსს-ს თელავის რაიონულ სამმართველოში გადაიგზავნა.