„3-4 წელში ველოდებით, რომ გარკვეულ პროდუქციაზე იმპორტი სულ მცირე 40%-ით შემცირდება“

„3-4 წელში ველოდებით, რომ იმპორტი სულ მცირე 40%-ით შემცირდება, ხოლო ექსპორტი გაორმაგდება“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

გადაცემაში მინისტრმა, 10 წლიანი გეგმის შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ 3-4 წელში, იმპორტი სულ მცირე 40%-ით უნდა შემცირდეს.

,,ჩვენ, პრემიერის დავალებით გავაკეთეთ 10 წლიანი გეგმა, რათა დავინახოთ რა მიზნობრივ მაჩვენებლებზე უნდა გავიდეთ, რომ ვთქვათ ადგილობრივ წარმოებას კიდევ უფრო მეტად დავუდექით გვერდში და დავეხმარეთ. ამისთვის არსებობს სპეც პროგრამები ექსპორტის წახალისების, რომლის ფარგლებშიც შევარჩიეთ 60 ბიზნეს საქმიანობა, რომელსაც აქვს ექსპორტზე გასვლის პოტენციალი. შედეგად, უახლოეს 3-4 წელში ველოდებით, რომ იმპორტი ამ სახეობებში სულ მცირე 40%-ით შემცირდება, ხოლო ექსპორტი ამ მიმართულებით გაორმაგდება“- განაცხადა თურნავამ გადაცემაში ,,საქმე“.