8 ყველაზე წარმატებული ფეხბურთელი ისტორიაში - ვინ რამდენ მილიონს ფლობს

არავინ დაობს იმაზე, რომ ფეხბურთი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობაა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ მოთამაშეს აქვს რთული სტარტი კარიერაში, უამრავი მათგანი უდიდეს წარმატებას აღწევს, რაც კარგ ფინანსურ მხარესაც გულისხმობს.

სიღატაკეში გაზრდილი ფეხბურთელები დღეს მილიონებს, სუპერ ქარებს, ვილებს ფლობენ. მათი ისტორია მილიონობით ბავშვს შთააგონებს.

ვინ არიან მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ფეხბურთელები?

დიეგო მარადონა

დიეგო მარადონა იყო ერთ -ერთი უდიდესი ფეხბურთელი ისტორიაში, რომელიც ამ სფეროში ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში დომინირებდა.

მარადონა დაიბადა ვილა ფიორიტოს დასახლებულ პუნქტში, სადაც ის შვიდი და-ძმასთან ერთად, საკმაო გაჭირვებაში ცხოვრობდა. 15 წლის ასაკში ის გახდა პროფესიონალი და ბარსელონამ 7.6 მილიონ დოლარიანი კონტრაქტი გაუფორმა. არგენტინის ლეგენდა მისი გარდაცვალების დროს 100,000 დოლარს ფლობდა.

ლუკა მოდრიჩი

ხორვატიის ფეხბურთის ნაკრების კაპიტანი ლუკა მოდრიჩი მადრიდის "რეალში" თამაშობს. საკუთარმა ნიჭმა მას 2021 წელს 9 მილიონი დოლარის ქონება მოუტანა.

მოდრიჩი დაიბადა ხორვატიის დამოუკიდებლობის ომის დროს და სიღარიბეში გაიზარდა. 5 წლის ასაკში იგი თხების მწყემსად მუშაობდა. თუმცა რთულ დროსაც არ შეუწყვეტია თამაში. ხორვატი ნახევარმცველი 2018 წელს ოქროს ბურთით დაჯილდოვდა.

ვიქტორ მოსე

ვიქტორ მოსეს ისტორიას ამაღელვებელი დასაწყისი აქვს. ის ნიგერიაში ქრისტიანულ ოჯახში გაიზარდა. როდესაც მოსე 11 წლის იყო, მისი მშობლები ქრისტიან-მუსლიმთა კონფლიქტის დროს დაიღუპნენ. მას შემდეგ იგი ფარულად გადაიყვანეს სამხრეთ ლონდონში, სადაც მინდობით აღზრდაში გაიზარდა.

მოსემ მიიღო კრისტალ პალასის აკადემიის სტიპენდია. ის იყო ჩელსიში და ამჟამად რუსეთის ლიგაში თამაშობს და დღეს 23 მილიონ დოლარს ფლობს.

ლუის სუარესი

ლუის სუარესი ბავშვობაში სალტოში, ურუგვაის პატარა ქალაქში, მშობლებთან და ექვს ძმასთან ერთად ცხოვრობდა. იგი ფეხბურთს ქუჩაში ფეხსაცმლის გარეშე თამაშობდა და გაჭირვების გამო, ეშინოდა მშობლებისთვის რამე ეთხოვა. როდესაც სუარესი 9 წლის იყო, მისი მშობლები დაშორდნენ, რამაც მასზე დიდი გავლენა მოახდინა.

2014 წელს ბარსელონამ სუარესი გააფორმა და ამჟამად ლა ლიგის სხვა კლუბში, მადრიდის ატლეტიკოში თამაშობს. ურუგვაელი თავდამსხმელის ქონება 51 მილიონი დოლარია.

დანი ალვესი

დანი ალვესი წარმოშობით ბრაზილიის ჩრდილო -აღმოსავლეთით მდებარე იშვიათი რეგიონიდან არის. ალვესი ოჯახთან ერთად სოფელში ცხოვრობდა და უმძიმესი კადრები ინფექციურის ბოქსირებული განყოფილებიდან - რა რეალობა დგება კოვიდით ინფიცირებულთათვის კედლებს მიღმა სხვადასხვა სამუშაოების შესრულებაში ეხმარებოდა. თუმცა, ფეხბურთი ყოველთვის მისი გატაცება იყო.

მისმა ნიჭმა შედეგი გამოიღო, როდესაც ბარსელონამ მას ნახევარმცველად გააფორმა. ის ახლა სან პაულოში თამაშობს და მისი ქონება 60 მილიონი დოლარია.

პელე

პელე მე -20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ბრწყინვალე ფეხბურთელად ითვლება.

16 წლის ასაკში პელემ თავისი პირველი მატჩი ჩაატარა და მაშინვე ყურადღების ცენტრში მოექცა. მან ბრაზილიის ნაკრების სამი მსოფლიო თასი მოიგო და საუკეთესო სტატისტიკა ჰქონდა ნებისმიერ ფეხბურთელს შორის. წლების განმავლობაში პელემ 115 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

ნეიმარ უმცროსი

სანამ ნეიმარ უმცროსი თავის შთამბეჭდავ 200 მილიონ დოლარს გამოიმუშავებდა, დიდი გაჭირვება გამოიარა. იგი პატარა სოფელ მოგი დას კრუზისში ნაგავსაყრელის გვერდით გაიზარდა. იმ ადგილას არც ელექტროენერგია იყო და ღამეებს სანთლით ანათებდნენ.

12 წლის ასაკში იგი უკვე შეამჩნიეს. ბარსელონაში ოთხი წლის დაკარგვის შემდეგ, ის საფრანგეთის პსჟ -ში გადავიდა. მისი ტრანსფერი ერთ -ერთი ყველაზე ძვირი გახდა თამაშის ისტორიაში. 2021 წელს მან ხელი მოაწერა 256 მილიონი დოლარის ოთხწლიან კონტრაქტს, რაც ყველაზე მაღალია მსოფლიოში.

კრიშტიანუ რონალდუ

ხუთგზის ოქროს ბურთის მფლობელი კრიშტიანუ რონალდუ არის ყველაზე ბრწყინვალე ფეხბურთელი, რომელიც მსოფლიოს უნახავს. დედა მზარეულად მუშაობდა, მამა კი ქალაქის მებაღე იყო. ის ცხოვრობდა ოთახს თავის ტყუპ დებთან,პატარა სახლში იყოფდა.

მან 14 წლის ასაკში სკოლა მიატოვა და ოჯახის დასახმარებლად მუშაობა დაიწყო. პორტუგალიის ნაკრების გარდა, ის თამაშობდა სპორტინგში, მანჩესტერ იუნაიტედში, მადრიდის რეალსა და იუვენტუსში. ლეგენდა ამ ზაფხულს დაბრუნდა ოლდ ტრაფორდზე, თავისი ნომრით - 7 მაისურით. მსოფლიოში ცნობილი სპორტსმენის ქონება 500 მილიონი დოლარია.

წყარო: therichest.com

თეონა რამაზაშვილი