კინოთეატრების ქსელი AMC ბილეთებს ბიტკოინზეც გაყიდის

კინთეატრების ამერიკული ქსელი „AMC ინტერტაინმენტი“ აცხადებს, რომ მალე კინთეატრების ბილეთების ბიტკოინსა და სხვა ციფრულ ვალუტებში გაყიდვას დაიწყებს. ამასთან, ციფრული ვალუტებით გადახდა, მხოლოდ ონლაინ შესყიდვების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.

კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა ადამ არონმა განაცხადა, რომ ამჟამად მზადდება IT სისტემები, რომლებიც ციფრული ვალუტების მიღებას უზრუნველყოფს. და ეს სისტემები წლის ბოლომდე მზად იქნება.

გადახდის საშუალებად ბიტკოინის გამოყენება, რიგ პრობლემებს უკავშირდება, რომელთაგან მთავარი ისაა, რომ ყველაზე პოპულარული ციფრული ვალუტის ფასი, დიდი რყევებით გამოირჩევა. მისი ფასი ხშირად იცვლის მიმართულებას და ფართო დიაპაზონში მერყეობს.

წინა თვეში ბიტკოინის ფასი 30 000 დოლარის ფარგლებში იყო, ახლახანს კი 50 000 დოლარს მიღწია და შემდეგ 46 000 დოლარამდე დაეშვა. ეს გარემოება, AMC-ს დამატებითი მოგების მიღების საშუალებას მისცემს.