ინდოეთის ხელისუფლება აპირებს უახლოეს მომავალში 257 მილიარდი რუპია (3,5 მილიარდი დოლარი) გამოყოს ელექტრო და წყალბადზე მომუშავე ავტომობილების წარმოების სტიმულირებისთვის. როგორც გაზეთი The Economic Times-ი წერს, ეს გადაწყვეტილება „პარიზის კლიმატის შეთანხმების“ შესაბამისად, სასათბურე გაზების გაფრქვევის შემცირებას შეუწყობს ხელს.
მსგავსი ინიციატივა ინდოეთს საშუალებას მისცემს დააჩქაროს გადავიდეს ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო საშუალებებზე, ისეთებზე როგორიცაა ელექტრომობილები და წყალბადის საწვავზე მომუშავე ავტომობილები. როგორც გამოცემა წერს, ქვეყანას სჭირდება ამ ტიპის ტრანსპორტის განვითარება, ვინაიდან ინდოეთის მეგაპოლისები, მათ შორის დედაქალაქი ნიუ-დელი მსოფლიოში ყველაზე დაბინძურებული ჰაერის მქონე ქალაქების რიცხვს განეკუთვნება.
აღნიშნული პროგრამის დეტალებზე ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება. თუმცა, The Economic Times-ი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ მისი გააქტიურება მოხდა მას შემდეგ, რაც ამერიკულმა ელექტრომობილების მწარმოებელმა კომპანიამ Tesla-მ ინდოეთის ბაზარზე შესვლა დაანონსა.