Skoda ავტომობილების წარმოებას 1 კვირით აჩერებს

ჩეხური საავტომობილო კომპანია Skoda მიკროჩიპების უკმარისობის გამო ჩეხეთის ქარხნებში ავტომობილების წარმოებას 1 კვირით აჩერებს. წარმოების დაპაუზება მოხდება 27 სექტემბერს. ამის შესახებ ინფორმაციას ჩეხეთის პროფკავშირები ავრცელებს.

მათი მონაცემებით, ავტომობილების წარმოება შეწყდება კომპანიის ჩეხეთში მოქმედ სამივე ქარხანაში, რომლებშიც 34 ათასი ადამიანია დასაქმებული. ის თანამშრომლები, რომლებსაც იძულებითი „დასვენება“ მოუწევთ ხელფასის 85%-ს მიიღებენ. ამ თანხაში ასევე შევა გათვალისწინებული პრემიებიც.

როგორც ჩეხურ კომპანიაში აცხადებენ, Volkswagen-ის კონცერნში შესვლის შემდეგ კომპანიას ასეთი მძიმე პერიოდი ბოლო 30 წლის განმავლობაში არ ქონია.

კოკა კვირკველია