Canadian Pacific  31 მილიარდ დოლარად იყიდის  Kansas City Southern-ს

ამერიკული სარკინიგზო ოპერატორი Kansas City Southern-ი დათანხმდა Canadian Pacific Railway Ltd.-ის წინადადებას ყიდვასთან დაკავშირებით, რომელიც 31 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

Canadian Pacific-ი დაახლოებით 300 დოლარს გადაიხდის Kansas City Southern-ის თითო ცალ აქციაში. ამერიკული კომპანიის აქციონერები ამასთანავე სათითაოდ მიიღებენ კანადური კომპანიის 2,884 ცალ აქციას და 90 დოლარს ფულადი სახით. შედეგად Kansas City Southern-ის აქციონერების ხელში გადავა Canadian Pacific-ის 28%-იანი წილი. ოპერატორების გაერთიანება კი კომპანიას მომდევნო სამი წლის განმავლობაში 1 მილიარდი დოლარის დაზოგვის საშუალებას მისცემს.

Canadian National-მა განაცხადა, რომ თუ შეთანხმება გაწყდება Kansas City Southern-ს მოუწევს მისთვის 700 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა. შეთანხმება საჭიროებს ამერიკის სახმელეთო სატრანსპორტო ბიუროს U.S. Surface Transportation Board-ს თანხმობას, რომელიც თავის მხრივ უნდა დარწმუნდეს, რომ აღნიშნული შესყიდვა არ ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს და ხელს არ უშლის კონკურენციას.

Kansas City Southern ამერიკის სარკინიგზო ოპერატორების ხუთეულში შემავალი სიდიდთ მეხუთე კომპანიაა. ის ფლობს სარკინიგზო ქსელებს როგორც აშშ-ში, ასევე მექსიკაში. კომპანია საკვანძო როლს თამაშობს ამ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობებში. მის სატვირთოებს გადააქვთ ავტომობილები და სხვა სამრეწველო პროდუქცია მექსიკური ქარხნებიდან ტექსასისა და შუა დასავლეთის შტატებში, ასევე ამერიკული სოფლის მეურნეობის პროდუქცია მექსიკაში. ის ასევე არის ოპერატორი კომპანია რკინიგზის მაგისტრალის, რომელიც მიემართება პანამის არხამდე.

კოკა კვირკველია