მსოფლიო ბანკი რეიტინგის „Doing Business“ გამოქვეყნებას წყვეტს

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით მსოფლიო ბანკი Doing Business რეიტინგის წარმოებას წყვეტს. ამ ყველაფრის მიზეზად კი 2018 2020 წლებში არსებული რეიტინგების შეუთავსებლობაა, რომელიც ძირითადად ჩინეთს საუდის არაბეთს და აზერბაიჯანს შეეხო.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ განვითარებული მოვლენების ფონზე მსოფლიო ბანკი აპირებს, რომ საინვესტიციო მიმზიდველობის საკვლევად ახალი და განსხვავებული მიდგომები გამოიყენოს.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ Doing Business რეიტინგში საქართველოც იღებს მონაწილეობას. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო წლებია, რაც ამ რეიტინგში მოწინავე პოზიციაზე იმყოფება. მაგალითად, 2020 წელს საქართველო რეიტინგში მეშვიდე იყო.

ნოდარ სირბილაძე