ილონ მასკი ყოველ კვირა 4 მილიარდი დოლარით მდირდება

მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანის ილონ მასკის კაპიტალი ბოლო 1 თვეა ყოველკვირეულად 4 მილიარდით იზრდება. ამის მიზეზი კი მისი კუთვნილი კომპანიის Tesla-ს აქციების ფასის ზრდაა, რომელიც ბოლო 1 თვეში 10,15%-ით ცალზე 755,83 დოლარამდე გაძვირდა. ამასთან, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 750 მილიარდ დოლარს აღწევს.

აღსანიშნავია, რომ ასე ძვირად კომპანიის აქციები ბოლო 5 თვეა არ ფასობს: 13 აპრილს ის დროებით გაძვირდა 760 დოლარამდე, ხოლო მისთვის რეკორდული 883 დოლარი იანვარში ღირდა.

მილიარდერების რეიტინგის Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, რომელიც მილიარდერების ქონებას ყოველდღიურად აღიცხავს, ილონ მასკის ქონება დღეისათვის შეადგენს 204 მილიარდ დოლარს და ის ამ მაჩვენებლით მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია. ბოლო 4 კვირის განმავლობაში კი მისი ქონება 16 მილიარდით არის გაზრდილი, რაც ნიშნავს, რომ მასკი ყოველ კვირა 4 მილიარდით მდირდება. ხოლო წლის დასაწყისიდან დღემდე მისი კაპიტალი 35 მილიარდი დოლარით არის გაზრდილი.

რეიტინგში მეორე ადგილზეა Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი 201 მილიარდის ქონებით, მესამე ადგილს კი 157 მილიარდის კაპიტალით ფრანგი მაგნატი ბერნარ არნო იკავებს.

შეგახსენებთ, რომ მილიარდერების განსხვავებულ რეიტინგს აღრიცხვას ჟურნალი Forbes-ი, რომლის თანახმად, ლიდერია ჯეფ ბეზოსი 201 მილიარდით, მეორეზე მასკი 195,5 მილიარდით, მესამეზე კი არნო 178,3 მილიარდის კაპიტალით.

კოკა კვირკველია