Hugo Boss სხვა ბრენდების შესყიდვას გეგმავს

გერმანული მოდის სახლის, Hugo Boss-ის ახალი აღმასრულებელი დირექტორი, დენიელ გრიდერი სხვა ბრენდების შესყიდვას აპირებს, რათა კომპანია განავითაროს. გრიდერის ამ განცხადებას Reuters-ი ავრცელებს.

მეორე კვარტალში, შეზღუდვების შემსუბუქების შედეგად, Hugo Boss-ის გაყიდვები, განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთსა და ჩინეთში გაიზარდა.

„ჩვენ პლატფორმულ მიდგომას უფრო ვემხრობით, რაც ახალი შესყიდვების ხარჯზე ზრდის საშუალებას მომავალშიც მოგვცემს“, - აცხადებს დენიელ გრიდერი, რომელიც განსაკუთრებულ პოტენციალს ევროპაში ხედავს, თუმცა არ აკონკრეტებს მოდის იმ სახლებს, რომლის შესყიდვასაც ფიქრობს.

„აშშ-სგან განსხვავებით, ევროპაში პრემიუმ სექტორში შედარებით მსხვილი მოთამეშეები ჯერ არ არსებობენ“, - ამბობს გრიდერი.

დევიდ გრიდერი, რომელიც მოდის ბრენდ Tommy Hilfiger-ის ყოფილი ხელმძღვანელია, უარყოფს ინფორმაციას, თითქოს Hugo Boss მოკლე ვადაში ახალ ინვესტორებს მიიზიდავს.

„ეს ამ დროისთვის განხილვის საგანს არ წარმოადგენს“, - აცხადებს გრიდერი, რომელიც შვეიცარიიდან არის და Hugo Boss-ის ახალ აღმასრულებელ დირექტორად მუშაობა ივნისში დაიწყო. დევიდ გრედერის თქმით, მისი ამბიციაა, Hugo Boss მსოფლიოს 100 წამყვან ბრენდს შორის ერთ-ერთ საუკეთესო სახლად დასახელდეს. ამ მიზნით ის 2025 წლამდე მარკეტინგზე 100 მლნ ევროზე მეტს (118 მლნ დოლარს) დახარჯავს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ