Facebook-ი სოციალური ზიანის მომტან რეალური ექაუნთების კოორდინირებულ ჯგუფებს გააუქმებს

Facebook-მა იმ ანგარიშების ქსელი წაშალა, რომელიც გერმანიაში ანტიკოვიდური შეზღუდვების მოძრაობასთან იყო დაკავშირებული. კომპანიამ რეალური მომხმარებლების ისეთ კოორდინირებულ კამპანიებზე დაიწყო შეტევა, რომლებიც პლატფორმაზე და მის გარეთაც მხოლოდ დამაზიანებელია.

Reuters-ის ექსკლუზივით, Facebook-ის უსაფრთხოების გუნდი აფართოებს ტაქტიკას, რომლებიც ყალბი და ავთენტური ანგარიშების გამოყენებით მოქმედებას შეზღუდავს, რეალურ მომხმარებელთა ექაუნთების კოორდინირებულ ჯგუფებს გამოავლენს და დახურავს, რომლებიც მასიური შეტყობინებებით ზიანის მომტანი არიან.

„Facebook-ი რამდენიმე თვეა, ამუშავებს ტაქტიკას, რათა ის კოორდინირებული სოციალური ზიანის წინააღმდეგ გამოიყენოს“, - აცხადებს კომპანიის უსაფრთხოების პოლიტიკის ხელმძღვანელი, ნათანიელ გლეიხერი.

მისი თქმით, კოორდინირებული კამპანიები, როგორც წესი, მჭიდროდ ორგანიზებულ რეალურ მომხმარებლებს მოიცავს, რომლებიც როგორც პლატფორმაზე, ისე მის საზღვრებს გარეთაც, სოციალური ზიანის მიყენების მიზნით, Facebook-ის პოლიტიკას არღვევენ.

Reuters-ის შეფასებით, ცვლილებას დიდი მნიშვნელობა ექნება, რადგან აჩვენებს, თუ როგორ უმკლავდება მსოფლიოში უდიდესი სოციალური მედიაქსელი ორგანიზებულ პოლიტიკურ და სოციალურ მოძრაობებს თავის საიტებზე. გავლენის ოპერაციებზე ბოლოდროინდელ ანგარიშში კომპანია წერს, რომ გამოიკვეთა მთავარი ტენდენცია, რაც შიდა და უცხოურ კამპანიებში ავთენტურ და ყალბ საჯარო დებატებს შორის ბუნდოვანების გაფანტვას შეეხება.

მოძრაობა Querdenken გერმანიაში კორონავირუსის შეზღუდვებს აპროტესტებს. Facebook-ის განცხადებით, Querdenken-თან ასოცირებული პირები ავთენტურ და დუბლირებულ ანგარიშებს ჯანმრთელობისთვის მავნე დეზინფორმაციის გამოსაქვეყნებლად იყენებდნენ, გამოირჩეოდნენ სიძულვილის ენით და ძალადობას ახალისებდნენ, ამიტომ კომპანიამ Querdenken-თან დაკავშირებული 150-მდე Facebook და Instagram ანგარიში, ჯგუფი და გვერდი გააუქმა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ