1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1112 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1112 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1112 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1141 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0029 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6653 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6628 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0025 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.