როგორ გამოიყურება მეტალოდეტექტორით აღმოჩენილი ძვირადღირებული ნივთები (+ფოტო)

ლითონის დეტექტორით აღმოჩენილ ნივთებს შესაძლოა, უდიდესი ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდეს და მილიონობით დოლარი ღირდეს. არსებობენ ისეთი იღბლიანი ადამიანებიც, ვინც სრულიად შემთხვევით ასეულობით მილიონი დოლარის ღირებულების უნიკალური ძვირფასი ნივთი აღმოაჩინა. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

tju4irki4i4-1631884718.jpg

მე-17 საუკუნის არაბი მეკობრეების მონეტები

2014 წელს, რკინის მოყვარულმა ჯიმ ბეილიმ როდ აილენდში ვერცხლის მონეტა იპოვა. მონეტაზე ამოტვიფრულმა არაბულმა ინიციალებმა ბეილის ყურადღება მიიქცია. მან მალევე აღმოაჩინა, რომ იგი 1693 წელს იემენში არის მოჭრილი, თუმცა იმ დროს არ იყო არანაირი მტკიცებულება, რომ მაშინდელი მაცხოვრებლები ახლო აღმოსავლეთში ვაჭრობდნენ.

tglq76pop67-1631884737.jpg

იშვიათი ვერცხლის პენი: 14,500 დოლარი

2018 წელს საგანძურზე მონადირემ გრეჰემ რუშტონმა სამხრეთ იორკშირისა და ლინკოლნშირის საზღვარზე, ინგლისში იშვიათი ვერცხლის მონეტა აღმოაჩინა. მასზე გამოსახულია ინგლისის მეფე სტეფანე 1135-1154 წლებში და მისი ცოლი მატილდა. 25 ცნობილი ასლიდან ერთ -ერთი მონეტა გასულ წელს 14,500 დოლარად გაიყიდა.

rptki65rk65-1631884756.jpg

ლოხ ლომონდის ოქროს ბეჭედი: 18,000 დოლარი

2019 წლის იანვარში მიშელ უოლი ლითონის დეტექტორით შოტლანდიაში, ოქროს ეძებდა. მან იპოვა მე -17 საუკუნის ბეჭედი, რომელიც ითვლება, რომ ოდესღაც ინგლისის მეფე ჯეიმს II ეკუთვნოდა.

გასულ სექტემბერს ნივთი აუქციონზე გაიტანეს და 18,000 დოლარად გაიყიდა.

tqlop76p6-1631884779.jpg

რინგლმერის თასი: 383,900 დოლარი

2001 წლის ნოემბერში ინგლისში, ლითონის დეტექტორით სეირნობისას კლიფ ბრედშოუ დეფორმირებულ თასს წააწყდა, რომელიც ძვ.წ. 1700-1500 წლებში დამზადებული ბრინჯაოს ხანის თასი აღმოჩნდა.

2002 წელს ეს არტეფაქტი ბრიტანეთის მუზეუმმა 383,9 ათასი დოლარად იყიდა.

tgblp67p-1631884796.jpg

სანტა მარგარიტას ოქროს თასი: 413,000 დოლარი

ეს წარმოუდგენელი აღმოჩენა მყვინთავმა 2008 წლის ივნისში ფლორიდაში, კიზის სანაპიროზე გააკეთა. თასი 1622 წელს ჩაძირულ სანტა მარგარიტას გემს ეკუთვნის.

2015 წლის აგვისტოში თასი ნიუ იორკის აუქციონზე 413,000 დოლარად გაიყიდა.

qulp78p7-1631884815.jpg

ვიკჰემის ბაზრის საგანძური: 467,000 დოლარი

ლითონის დეტექტორების დახმარებით, მაიკლ დარკმა და კეით ლუისმა 2008 წლის მარტში ინგლისში, რკინის ხანის 840 ოქროს მონეტა იპოვეს. საგანძური ვიკჰემის ბაზართან ახლოს იქა აღმოჩენილი.

2011 წლის ივნისში იფსვიჩის მუზეუმმა გამოაცხადა, რომ მან მოაგროვა 467,000 აშშ დოლარი და მზად იყო მონეტები შეეძინა. წყვილმა თანხა გაიყო, თუმცა მალევე იურიდიული დავა გაჩაღდა. დარკი აცხადებდა, რომ ლუისი მას მონეტების პოვნაში არ ეხმარებოდა.

liuj-1631884833.ლ;პ87;.jpg

სტერლინგ ტორქსი: 654,000 დოლარი

2009 წლის სექტემბერში, დამწყებმა საგანძურის მაძებარმა დევიდ ბუთმა ლითონის დეტექტორით შოტლანდიის ველზე უნიკალური ნაკეთობები აღმოაჩინა.

იმ დროს საგანძურმა ბუთს 654,000 აშშ დოლარი მოუტანა.

shnspnjsnjs-1631884852.jpg

კორტესის ჩექმა: 1.55 მილიონი დოლარი

1989 წელს, მექსიკის სონორანის უდაბნოში მეტალის დეტექტორის გამოყენებით დასავლეთ ნახევარსფეროში ყველაზე დიდი ოქროს ბუდე აღმოაჩინეს. იგი 11 კგ-ს იწონის.

აღმოჩენა, უზარმაზარი ჩექმის ფორმის ოქრო 2008 წელს აუქციონზე 1.55 მილიონ დოლარად გაიყიდა.

pmpkmkrlrl-1631884867.jpg

მეფე ჰენრი VIII- ის დაკარგული გვირგვინი: 2.8 მილიონი დოლარი

2017 წელს მოყვარულმა კევინ დაკეტმა ლითონის დეტექტორით არც მეტი, არც ნაკლები ინგლისის მეფის, ჰენრი VIII- ის დაკარგული გვირგვინის ნაწილი აღმოაჩინა.

ჯულიან ევან-ჰარტმა, ჟურნალ Treasure Hunting-ის რედაქტორმა, გამოთვალა, რომ მისი ღირებულება შეიძლება 2.8 მილიონი აშშ დოლარი იყოს. ფოტოზე ნაჩვენებია გვირგვინის ასლი, რომელიც გამოფენილია ჰემპტონის კორტის სასახლეში.

edqh3c2seu34-1631884880.jpg

Crosby Garrett მუზარადი: 3.4 მილიონი დოლარი

აღმოჩენილი Crosby Garrett-ის მუზარადი ერთ-ერთი იშვიათი ეგზემპლარია, რომელიც ოდესმე იქნა ნაპოვნი დიდ ბრიტანეთში.

ნაკეთობა დეტექტორით 2010 წლის მაისში იპოვეს. “ქრისტის აუქციონზე“ იგი 3.4 მილიონი დოლარად გაიყიდა.

წყარო: lovemoney.com

თეონა რამაზაშვილი