დასუფთავების მსოფლიო დღის აღნიშვნის ფარგლებში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია ჩატარდა

დასუფთავების აქციაში მონაწილეობა გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრისმოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა მიიღო.

შვედეთის განვითარების სააგენტოსა დაარასამთავრობო ორგანიზაციის “მწვანეთამოძრაობის/დედამიწის მეგობრების” მიერდაორგანიზებულ დასუფთავების აქციაშიმონაწილეობა, ასევე, მიიღეს საქართველოსპარლამენტისა და “თბილსერვის ჯგუფის” წარმომადგნლებმა.

დასუფთავების მსოფლიო დღეს საქართველოდასუფთავების სამდღიანი კამპანიით აღნიშნავს. პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, 17-19 სექტემბერს, მთელი ქვეყნისმასშტაბით, დასუფთავების აქციები იმართება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობისმინისტრის მოადგილის განცხადებით, ნარჩენებისმართვის სისტემის მოწესრიგება მნიშვნელოვნადხელს უწყობს კლიმატის ცვლილებითგანპირობებული უარყოფითი შედეგებისშერბილებას.

„ნარჩენების ეფექტიანი მართვის მნიშვნელობასთანდაკავშირებით, განსაკუთრებულად აქტუალური დასაჭიროა როგორც ცნობიერების ასამაღლებელიკამპანიების წარმართვა, ასევე დასუფთავებისაქციებში მონაწილეობა”, - განაცხადა სოლომონპავლიაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ 18 სექტემბერი დასუფთავებისმსოფლიო დღეა. საერთაშორისო კამპანია 1993 წელს, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით დაფუძნდა და მასში 133 ქვეყანააჩართული. საქართველო დასუფთავების მსოფლიოდღეს 2010 წლიდან აქტიურად აღნიშნავს.