“კრიპტოვალუტა - ვალუტა არ არის. წერტილი“ - ევროპის ცენტრალური ბანკის მკაცრი პოზიცია

ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის კრისტინ ლაგარდის “ბლუმბერგისთვის” მიცემული ინტერვიუ ციფრული ვალუტების მიმართ ძალიან მკაცრი აღმოჩნდა. მან გამოცემასთან კრიპტოვალუტებს სპეკულატიური აქტივები უწოდა და დასძინა, რომ მათ არაფერი აქვთ საერთო ნამდვილ ვალუტებთან.

მილიარდერმა დევიდ რუბენშტაინმა კრისტინ ლაგარდს ჰკითხა შეუძლიათ თუ არა კრიპტოვალუტებს, რომლებიც სულ უფრო პოპულარული ხდება, დადებითად იმოქმედონ მსოფლიო ეკონომიკაზე, თუ ჯერ ძალიან ძალიან ადრეა ამაზე საუბარი.

ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა პასუხად განაცხადა, რომ აუცილებელია განვასხვაოთ კრიპტოვალუტები და ე.წ. სტეიბლკოინები (ასე ეძახიან კრიპტოვალუტებს, რომლებიც მიბმულია ჩვეულებრივ ვალუტებზე, ნავთობზე ან ოქროზე). მისი თქმით სტეიბლქოინების კურსი უფრო ნაკლებად ექვემდებარება რყევებს, ვიდრე სხვა კრიპტოვალუტების.

კრისტინ ლაგარდმა ამავე ინტერვიუში აღნიშნა, რომ ეს სტეიბლქოინებიც უნდა გაკონტროლდეს შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოების მიერ.

კოკა კვირკველია