iPhone 13 Pro და Pro Max მიწოდება 1 თვით შეფერხდება

iPhone 13-ის სერიების სმარტფონების წარმოდგენის შემდეგ კომპანიამ მათზე შეკვეთების მიღება მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში დაიწყო.

iPhone 13-ის ცალკეულ ვერსიებზე მიწოდება მყიდველებს 2-3 კვირა მოუწევთ, iPhone 13 Pro Max-ისთვის დალოდებაზე კი 7-10 დღე იყო მითითებული. ახლა კი სიტუაცია შეიცვალა: Apple-ის საიტზე თუ შეეცდებით დაჯავშნოთ iPhone 13 Pro ან iPhone 13 Pro Max, მიწოდების თარიღად მიგითითებენ 18-25 ოქტომბერს, ანუ დალოდების რეჟიმი 1 თვემდე გაიზარდა.

მიწოდების შეფერხება არ ფიქსირდება მხოლოდ შტატებში. იგივე მეორდება დიდ ბრიტანეთშიც. სტანდარტული iPhone 13-ის მიწოდებაზე კი ახლა ოქტომბერია მითითებული, მაშინ როცა მიწოდება 24 სექტემბრიდან უნდა დაწყებულიყო.

ცნობისთვის, iPhone 13-ის ოთხივე მოდელი აღჭურვილია ერთკრისტალიანი სისტემით Apple A15 Bionic. iPhone 13 Pro და iPhone 13 Pro Max აღჭურვილია დისპლეით Super Retina XDR ProMotion რომელსაც 120 ჰრც სიხშირე აქვს და დამცავი შუშა Ceramic Shield. მათ ასევე მიიღეს გაუმჯობესებული კამერები.

სმარტფონები გამოდის სერიით 128, 256 და 512 გბ ფლეშ მეხსიერებით, ხოლო Pro ვერსიებში 1 ტერაბაიტიანი მოცულობით. შტატებში მათზე ფასი 700-დან 1600 დოლარამდე მერყეობს.

კოკა კვირკველია