Nestle 1,2 მილიარდ ფრანკს ჩადებს სოფლის მეურნეობის „აღდგენაში“

კვების პროდუქტების მსოფლიო ლიდერი კომპანია Nestle, მომდევნო 5 წლის განმავლობაში აპირებს 1,2 მილიარდი შვეიცარული ფრანკის ინვესტირებას პროექტში, რომელიც ითვალისწინებს სოფლის მეურნეობის პროდუქციის აღდგენით სისტემაზე გადასვლას.

კერძოდ კი, იმისათვის რომ მოხდეს სოფლის მეურნეობის აღდგენითი სისტემების სტიმულირება, Nestle გამოვა თანაინვესტორად, დახმარებას აღმოუჩენს რა ფერმერებს სპეციალური მოწყობილობის შეძენაში.

Nestle ასევე აპირებს ცალკეულ ნედლეულზე შესთავაზოს მათ უფრო ძვირი ფასი, რომლებიც წარმოებული იქნება ამ ახალი აღდგენითი მეთოდების გამოყენებით და პირობას დებს ისინი დიდი ოდენობით შეიძინოს.

გარდა ამისა, კომპანია აპირებს შეიმუშავოს უფრო მაღალმოსავლიანი ყავისა და კაკაოს ჯიშები, რაც ნაკლებ გავლენას იქონიებს გარემოზე, ასევე ჩაატარებს შეფასებას რძის პროდუქტების წარმოებაში ინოვაციური მეთოდების გამოყენებაში ემისიების შემცირებისთვის.

მიწათმოქმედებაში გასატარებელი აღდგენითი მთავარი მეთოდების ჩამონათვალში Nestle აპირებს განავითაროს: ბიომრავალფეროვნების გაუმჯობესება, ნიადაგის შენარჩუნება, წყლის ციკლის აღდგენა და აღდგენითი მეცხოველეობის განვითარება.

როგორც ცნობილია სოფლის მეურნეობაზე მოდის Nestle-ს საერთო სათბური გაზების ემისიების ორი მესამედი, მათი ნახევარი მოდის მეცხოველეობაზე და რძის პროდუქტების წარმოებაზე. რძის პროდუქციის წარმოებაში კომპანია ამ დროისთვის ატარებს უახლესი ტექნოლოგიების შეფასებას რომელიც ფერმის დონეზე შეამცირებს ემისიებს.

კოკა კვირკველია