Porsche სინთეტიკური საწვავის ქარხანას აშენებს

გერმანული კომპანია Porsche აცხადებს, რომ ჩილეში, ქალაქ პუნბტა-არენასში სინთეტიკური საწვავის (eFuel) მწარმოებელი ქარხნის მშენებლობა დაიწყო. პროექტის განხორციელებაში ჩართულები არიან ასევე, Siemens და კომპანია Highly Innovative Fuels. ქარხანა მუშაობას 2022 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყებს და წლიურად 130,000 საწვავს აწარმოებს, 2024 წლისთვის - 55 მილიონ ლიტრს, ხოლო 2026 წლისთვის - 550 მილიონს.

საწარმოო Haru Oni ელექტროენერგიას წყლის ელექტროლიზის გენერატორებისგან იყენებს. შედეგად მიღებული წყალბადი გამოიყენება ხელოვნური მეთანოლის სინთეზისთვის და ამავდროულად ახდენს ატმოსფეროდან ნახშირორჟანგის დაჭერას. თავის მხრივ, მეთანოლი გადადის მესამე და ფინალურ ეტაპზე - სინთეტიკური საწვავის გამოშვებაში. Porsche აღნიშნავს, რომ ამ საწვავის წარმოებისთვის გამოიყენება ნახშირორჟანგი, ამიტომ მისი შემდგომი წვა ძრავში არ იწვევს დამატებით ნახშირორჟანგის გამოყოფას, მეტიც, ინარჩუნებს ბალანსს. თავად ქარხანა იყენებს ენერგიას, რომელსაც თავის მხრივ, ENAP, Enel, ExxonMobil და Gasco-ს კუთვნილი, რამდენიმე ქარის ელექტროსადგური გამოიმუშავებს.

Porsche-მ მიმდინარე წლის გაზაფხულზე სხვადასხვა შეჯიბრებებში უკვე დაიწყო Esso-ს ფირმის დაბალნახშიროჟანგიანი საწვავის გამოყენება, რომელიც დამზადებულია მცენარეულ ნედლეულზე. 2030 წლისთვის კომპანია გეგმავს გახდეს სრულიად ნახშირორჟანგ-ნეიტრალური, შედეგად, ის უარს არ იტყვის შიგა წვის ძრავზე, არამედ გამოიყენებს კომბინირებულ მიდგომას: ელექტრომობილები და ავტომობილები, რომლებიც იყენებენ სინთეტიკურ საწვავს. სინთეტიკური საწვავის გამოყენება კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს შიგაწვისძრავიანი ავტომობილების წარმოების გახანგრძლივებას.

კოკა კვირკველია